გვარდიოლა დავიდ ლუისით დაინტერესდა
ესპანური ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა დაინტერესებულია ლონდონის ”ჩელსის” მცველის, დავიდ ლუისის სამსახურით, გადმოგვცემს sport.es.
პეპ გვარდიოლა თვლის, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს აქვს ყველა ის თვისება, რაც ჭირდება ცენტრალურ მცველს.
”ბლაუგრანას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი უკვე შეხვდა ფეხბურთელის აგენტს, ჟულიანო ბერტოლუჩის და ამცნობა მას მისი კლიენტის მიმართ გვარდიოლას ინტერესის შესახებ. ბერტოლუჩიმ უპასუხა, რომ ფეხბურთელი ”ბარსელონაში” გადასვლით ბედნიერი იქნება, რადგან ამ გუნდს მსოფლიოში საუკეთესოდ თვლის.
კატალონიელებს შეიძლება შეექმნათ პრობლემა ტრანსფერის ფინანსურ საკითხებში, რადგან თავის დროზე ”ჩელსიმ” ბრაზილიელ მცველში 25 მილიონი ევრო გადაიხადა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]