ტებასის პასუხი ლაპორტას: ლა ლიგა ფალსიფიცირებული არ არის
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან საუბრისას სხვადასხვა აქტუალური საკითხი მიმოიხილა, მათ შორის "ბარსელონასთან" დაკავშირებული თემებიც.
ლა ლიგის სანდოობა? - ჩვენი ლიგა ფალსიფიცირებული არ არის. ამ წლების განმავლობაში ბევრ რამ მოხდა, რამაც ესპანეთის ჩემპიონატს რეპუტაციული ზიანი მიაყენა, თუმცა დანამდვილებით ვამბობ, რომ ლა ლიგა სუფთაა.
"ბარსელონას" სატრანსფერო პოლიტიკა? - მათ ახლა ბევრი საქმე აქვთ, რომელთა მოგვარებაზეც უნდა იზრუნონ, მათ ეს იციან. შესაძლოა, რომ ახალ ტრანსფერებთან დაკავშირებით თავი გადაუხდელობის პრობლემამ იჩინოს, ამან კი მათთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ლიმიტში მოაქციოს. მიუხედავად ამისა, ვიცი, რომ კლუბი გამოსავლის ძიებაზე მუშაობს.
მესის დაბრუნება? - ბევრი ეკონომიკური საკითხია განსახილველი. ამ ტრანსფერის დეტალებს არ ჩავუღრმავდები, თუმცა, მიმაჩნია, რომ მესის დაბრუნებაში მთავარ როლს მხოლოდ ფინანსური სიტუაცია არ თამაშობდა.
ვინ მოუხდებოდა "ბარსელონას" ახალ მწვრთნელად? - საუკეთესო. მაგალითად, კლოპი, მოურინიო, მათ დამრიგებლად საუკეთესოს ვიხილავდი.
ამბობს ხავიერ ტებასი, რომელმაც "ბარსელონას" კონკურენტ "რეალ მადრიდზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფლორენტინო პერესი დიდებული მენეჯერია, რის დასტურადაც ტებასმა თქვა, რომ პერესის კლუბს არანაირი ფინანსური პრობლემა არ გააჩნია.
სხვათა შორის, ტებასმა ისიც თქვა, რომ თითოეული დღის გასვლასთან ერთად კილიან მბაპეს "რეალ მადრიდში" გადასვლის შანსები 2%-ით იზრდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]