ფონტასი: ”ბევრი რამ უნდა დავამტკიცო”

ფონტასი: ”ბევრი რამ უნდა დავამტკიცო”

”ბარსელონას” ახალგაზრდა მცველმა, ანდრეუ ფონტასმა ინტერვიუში ისაუბრა, თუ როგორი ბედნიერია იმით, რომ ”ნოუ კამპზე” თამაში შეუძლია და ყოველ დღე დიდებულ ფეხბურთელებთან ვარჯიშობს, რომლებისგანაც ყოველთვის ახალ რამეებს სწავლობს.

 - რას გააკეთებთ შვებულების დროს?

 - პირველ რიგში დავისვენებ. გასული 2 კვირის განმავლობაში კლუბის მოთხოვნით არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ახლა ვიწყებ სპორტით ვარჯიშს და სხვა საქმეების კეთებას.

 - მაგალითად რით?

 - მე მიყვარს სპორტული შეჯიბრებების ყურება. ძალიან მიყვარს ჩოგბურთი.

 - თქვენ უკვე დაისვენეთ?

 - რა თქმა უნდა. მომავალი სეზონი გრძელი იქნება და ბევრი რამ უნდა დავამტკიცო.

 - როგორი მოგონება დაგრჩათ გასული სეზონიდან?

 - თუკი კლასიკოები რთული გამოცდები იყო გულშემატკივრებისთვის და პრესისთვის ჩვენთვის ის კიდევ უფრო რთული იყო. ჩვენ ბევრი რამ გადაგვხდა თავს.

 - როგორია ”რეალთან” ასე ხშირად თამაში?

 
- მე არ მაქვს ამ ყველაფრის გამოცდილება, მაგრამ ეს იყო როგორც დიპლომის აღება კვალიფიკაციისას. ჩვენ ვითამაშეთ 4 მატჩი მუდმივ მოწინააღდეგესთან 20 დღეში. არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება.

 - მაგრამ თქვენ სამეფო თასზე კრახი განიცადეთ...

 
- დიახ, მაგრამ შეგვეძლო იქ მოგება ისევე, როგორც ”რეალს”.

 - როგორ ექცევა გვარდიოლა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ”ბარსა ბ”-დან მოდიან?

 
- ისევე როგორც სხვებს. მე ვერ ვგრძნობ განსხვავებას. ყველა, ვინც ლა მასიასდანაა ეხმარება ახალგაზრდებს. პუიოლუ, ჩავი, ინიესტა, ვალდესი... ჩვენ ვითვალისწინებთ მათ რჩევებს.

 - როგორია მესი ვარჯიშებზე?

 
- ის ბრწყინვალეა. იმავეს აკეთებს, რასაც მატჩების დროს. ვარჯიშს მხოლოდ იმიტომ უნდა დაესწრო, რომ დააკვირდე ლეოს.

 - როგორია პეპი ვარჯიშებზე?

 
- ის ყველას აკვირდება. იცის როგორ გაგვხადოს მოტივირებულები. გვაძლევს შენიშვნებს, თუ რამეს არასწორად ვაკეთებთ.

 - თქვენ პირველ გუნდში აბიდალის ავადმყოფობის გამო მოხვდით...

 
- ეს ძალიან რთული იყო, თუმცა ის ჩვენ მალე დაგვიბრუნდა. გვარდიოლამ მაშინ მითხრა, რომ სეზონის ბოლომდე მას შევცვლიდი.

 - ხოლო ახლა?

 
- მე ველოდები კლუბის გადაწყვეტილებას. ძირითად გუნდში არიან ვარსკვლავები, რომელებიც ჩემზე ძალიან მაღალი დონის არიან და ყველაფერი რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ ყოველ დღე მთელი ძალით ვიშრომო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.