ვიტორ როკე: მეორე ყვითელი ბარათი უსამართლოდ მომცეს
"ბარსელონას" ახალწვეულმა, ვიტორ როკემ Mundo Deportivo-სთან ისაუბრა:
ვფიქრობ, ჩემი მეორე ყვითელი ბარათი უსამართლო იყო. "ბარსამ" მსაჯის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ უარი მიიღო. სხვა გზა არაა, დისკვალიფიკაცია უნდა მოვიხადო და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადო.
როცა მცველი ჩემკენ მოდიოდა, ვცადე, ფეხი გამეწია, რათა მისთვის ტრავმა არ მიმეყენებინა. მაგრამ მან ყვირილი დაიწყო და მსაჯმა ყვითელი ბარათი მიჩვენა. არბიტრმა მითხრა, რომ აქ ყველაფერი ისე არაა, როგორც ბრაზილიაში. მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცი და მოედანი დავტოვე.
ზედიზედ 2 მატჩში გატანილი გოლის შემდეგ, მინდოდა, თანაგუნდელებს "გრანადასთანაც" დავხმარებოდი. ახლა უნდა ვიმუშაო, რომ შემდეგი მატჩებისთვის მაქსიმალურად მზად ვიყო.
ხუან მარტინეს მუნუერამ "ალავესთან" შეხვედრაში ვიტორ როკეს მეორე ყვითელი ბარათი ძალიან საეჭვო სიტუაციაში უჩვენა. "ბარსელონამ" მისი გადაწყვეტილება ლა ლიგის კომიტეტსა და სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრა, მაგრამ ორივე ორგანოსგან უარი მიიღო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]