ცნობილი ფიზიოთერაპევტი რაულ მარტინესი ბარსელონასთან ითანამშრომლებს
ცნობილი ფიზიოთერაპევტი რაულ მარტინესი "ბარსელონასთან" ითანამშრომლებს და ფეხბურთელებს კუნთის ტრავმების მოშუშებაში დაეხმარება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რაულ მარტინესი, რომელიც ესპანეთის ნაკრებშიც მუშაობს, "ბარსას" ფეხბურთელებს მრავალი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. მან პედრისა და ანსუ ფატის მოედანზე დაბრუნებაში დიდი როლი ითამაშა და ალეხანდრო ბალდესაც დაეხმარება.
რაული კარლეს პუიოლის ახლო მეგობარია და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს სერხიო ბუსკეტსთან და სესკ ფაბრეგასთანაც. წლების წინ ის ანდრეს ინიესტას, დავიდ ვილიას, ჟერარ პიკეს, ჟორდი ალბასა და სერჟი რობერტოსაც მკურნალობდა.
რაულ მარტინესის გუნდში მოყვანას დათანხმდა ჩავი ერნანდესიც, რომელსაც მასთან ასევე უმკურნალია. ვინაიდან "ბარსელონას" ბევრი ფეხბურთელი რაულთან კონსულტაციას გადიოდა, კლუბმა გადაწყვიტა, მასთან შეთანხმება დაედო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]