ჟოზე მოურინიო: ლეო მესის გაწვრთნას ვისურვებდი, მაგრამ მას ვერავინ ვერაფერს ასწავლის

ჟოზე მოურინიო: ლეო მესის გაწვრთნას ვისურვებდი, მაგრამ მას ვერავინ ვერაფერს ასწავლის

ლეგენდარული პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ლეო მესიზე საინტერესო კომენტარს აკეთებს:

ლიონელ მესის გაწვრთნას ვისურვებდი, მაგრამ აბსურდია, რომ მას რამეს ასწავლი - ეს არავის შეუძლია. ლეო ასეთი დაიბადა და თავიდანვე ყველაფერი იცოდა. მას შეუძლია, ბევრი რამ აქეთ გასწავლოს... მხოლოდ იმის თქმა შეგეძლება, რომ მესი გუნდში გყავდა.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მოურინიო წლების განმავლობაში "ბარსელონაში" მუშაობდა. ის 1996-1997 წლებში - ბობი რობსონის, 1997-2000 წლებში კი ლუი ვან გაალის თარჯიმანი და ასისტენტი იყო.

მიუხედავად ამისა, ჟოზეს კარიერა ისე განვითარდა, რომ ის ყველასთვის "ბარსას" მეტოქედ ასოცირდება. პორტუგალიელი სპეციალისტი კატალონიური კლუბის მტრად განსაკუთრებით მას შემდეგ იქცა, რაც "რეალ მადრიდის" მთავარი მწვრთნელი გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 თებერვალი 2024 18:01
    0
    პორტუგალიელი სპეციალისტი კატალონიური კლუბის მტრად განსაკუთრებით მას შემდეგ იქცა, რაც "რეალ მადრიდის" მთავარი მწვრთნელი გახდა.
    უფრო სწორად როცა ამის თხოვნას ბარსას მწვრთნელობაზე უარი უთხრეს და პეპი პოიყვანეს. წარმოიდგინეთ ეს რომ მოსულიყო და მესისთვისაც დაცვის დახმარება დაევალებინა თავის ავტობუსში.
    გახსოვთ ინტერის მწვრთნელობის დროს 2010-ში ბარსა რო გამოაგდო ლიგიდან, მოედანზე შევარდა თამაშის შემდეგ და თითქოს გვეუბნებოდა რა მწვრთნელი დაკარგეთო.
    ამავე წლის სეზონის ბოლოს რეალში მოიყვანეს და როცა პირველივე კლასიკო 0-5 წააგო ბარსასთან, საერთოდ შეიძულა ბარსა. მაგ თამაშში გახსოვთ ლეოს რო რამოსმა ლამის ფეხი მოტეხა რეები იკადრა მესის სიმულიანტი უძახა და ცხონებულ ვილანოვას უკნიდან წასცხო. ეხლა თურმე მესი ყოფილა გენიოსი, აბა სხვა რამე რო თქვას ლეოზე ხო მსოფლიო დასცინებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 თებერვალი 2024 17:25
    0
    წადი მაიამიში და ქეც წაგაჭრიან თავს დაცვაში თუ ჩააყენე სუარეზი-მესი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 თებერვალი 2024 21:49
    1
    რეალში გვახსოვს როგორ ,,გიყვარდა" ლეო შე არაკაცო.
    ფანი [?]
    #2 10 თებერვალი 2024 17:36
    3
    რა გველია,პეპის უკეთესი კარიერა ვერ მოუნელებია და ამ კომენტარით მისი როლი უნდა ბარსას წარმატებებში დააკნინოს. აბა ოქროს ბურთის 8 გზის მფლობელს რა ფეხები უნდა მოჭამოს
    ფანი [?]
    #1 10 თებერვალი 2024 08:36
    3
    რავი კი ჭიკჭიკებდი უკუღმართად შენ ნაბოსვარო.