ფეხბურთში ლურჯი ბარათის დანერგვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

ფეხბურთში ლურჯი ბარათის დანერგვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

8 თებერვალს The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთში ლურჯი ბარათის დანერგვა იგეგმებოდა. ახლა კი, ამავე წყაროს ცნობით, ლურჯი ბარათის შემოტანა, ნეგატიური რეზონანსის ფონზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

გუშინ ეს ინფორმაცია FIFA-მაც უარყო უარყო და განაცხადა, რომ ლურჯ ბარათზე საუბარი ნაადრევია. განცხადებაში ასევე წერია: "ნებისმიერი ასეთი ინოვაცია, თუ განხორციელდება, რანგით დაბალ ჩემპიონატებში უნდა დაიტესტოს. სიახლეებს IFAB-თან 2 მარტს გასამართ ყოველწლიურ შეხვედრაზე განვიხილავთ."

ლურჯ ბარათს ფეხბურთელი არასპორტული ქმედების ჩადენის და მსაჯთან ზედმეტი კამათის შემთხვევაში მიიღებს. არბიტრის მიერ მისი გამოყენების შემთხვევაში, მოთამაშე ვალდებული იქნება, მოედანი 10 წუთით დატოვოს. 2 ლურჯი ბარათი და ასევე ლურჯი ბარათი-ყვითელი ბარათის კომბინაცია წითელ ბარათს უდრის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 11 თებერვალი 2024 17:38
    0
    ვინმეს თუ არ ახსოვს არ გამიკვირდება, ეს წესი წითელ-ყვითელ ბარათებზე ჩემს ახალგაზრდობაში შემოიღეს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, რუსებმა უცებ მოუგონეს სახელი "გარჩიჩნიკ" ქართულად დაახლოებით როგორც მდოგვის ბარათი ასე ითარგმნება. იყიდებოდა მაშინ აფთიაქებში ასეთი რაღაცა, ასველებდნენ და წელის ტკივილის დროს ხმარობდნენ. რომელიც ხურდებოდა და ტკივილს აყუჩებდა.
    კარგად მახსოვს ერთი პუნქტი ამ წესებიდან რომელსაც ძალიან იშვიათად იყენებენ მსაჯები. და ის ასე ჟღერს: თუ მსაჯი აჩვენებს ფეხბურთელს ყვითელ ბარათს და ფეხბურთელი იწყებს ამაზე კამათს მსაჯი დაუყონებლივ აჩვენებს მეორეს კამათისთვის და წითელი ბარათით უშვებს მოედნიდან. ყურადღება მიაქციეთ სიტყვას დაუყოვნებლივ!. დღესდღეობით ძალიან იშვიათად რომ მსაჯმა ფეხბურთელს ბარათზე კამათისთვის მეორეც აჩვენოს. არადა ეს წესი რო კანონის დაცვით გამოიყენონ მსაჯებმა აღარც ლურჯები და აღარც იასამნიფერი და მითუმეტეს ლურჯ-ბროწეულისფერი ბარათები არ დასჭირდებათ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 თებერვალი 2024 17:29
    0
    მორიგი სისულელეა. იმედია არც დანერგავენ.
    Culé [?]
    #6 10 თებერვალი 2024 13:44
    0
    მწვანეც შემოიღეთ მრავალფეროვნებისთვის
    [?]
    #5 10 თებერვალი 2024 13:36
    2
    პერესის იდეა იქნება მაგ სულ მოტ..ლის 😁
    Culé [?]
    #4 10 თებერვალი 2024 09:56
    1
    რა მზეობაა 😂 მაღალ ინტენსიურ თამაშებში სულ არის ფეხბურთელის არასპორტული წესით შეჩერება, თან რამდენიმე და მსაჯს კიდევ ყველა მიღებულ გადაწყვეტილებაზე ეკამათებიან. დარჩება ბოლოს მსაჯი ცარიელ მინდორზე და ირბინოს მზე ამოგდებული 😂😂😂
    ფანი [?]
    #3 10 თებერვალი 2024 09:06
    2
    ბროწეულის ფერის ბარათიც დანერგეთ ბარემ და ადვილად დაგვიძახებე მსაჯელონას😄
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 თებერვალი 2024 08:29
    1
    ახალი ღლეობა😒
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 10 თებერვალი 2024 06:08
    3
    ეს დედამოხნულის შვილები ფეხბურთს შეგაძულებენ.რა ყ..ბას იგონებენ.მაგის მაგიერ ისეთი რამე გამოიგონეთ რომ საჯმა ყვითელი და წითელი ბაათი არ უჩვენოს ფეხბურთელს თუკი არ ეკუთვნის.და სიაფანდი პენალტები არ დადონ.კი იმაში დავეთახმები.არასპორტული საქციელიზა დაჟე 10 თამაში დისკვალიპიკაცია მიცენ.არ ათამაშონ.