მორიგმა აუდიოჩანაწერმა გაჟონა - განხილვის საგანი ხეტაფესთან თამაშია
Mundo Deportivo ინფორმაციას მორიგ აუდიოჩანაწერზე აქვეყნებს, რომელიც კვლავ "ბარსელონასა" და მსაჯებს ეხება.
ამჯერად განხილვის საგანს "ხეტაფესა" და "ბარსელონას" დაპირისპირება წარმოადგენს, რომლითაც ჩავის გუნდმა მიმდინარე ლა ლიგის სეზონი გახსნა და ქულები პირველივე ტურში დაკარგა, - 0:0.
აღსანიშნავია, რომ კლუბისა და სამსაჯო კომიტეტის დავა სწორედ ამ მატჩიდან იწყება. საქმე შეხვედრის მე-100 წუთსა და არაუხო/გავის დუეტს ეხება, როდესაც "ბარსელონას" სასარგებლოდ მთავარ არბიტრ სოტო გრადოს პენალტი უნდა დაენიშნა (ურუგვაელის საჯარიმოში წაქცევისთვის), თუმცა მან გავიზე ჯარიმა დაუსტვინა (ხელით თამაშის გამო) და მადრიდელები მატჩის წაგებას გადარჩნენ.
როგორც ესპანური წყარო წერს, გავრცელებულ აუდიოჩანაწერში სიტყვების ავტორი ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა დუღილის ტემპერატურა მაშინ აიწევს, თუ ის VAR-ის ჯიხურიდან მოდიოდა.
- ისმის აუდიოჩანაწერში.
Mundo Deportivo-ს მტკიცებით, თუ ეს სიტყვები ვიდეო რეფერის ჯიხურში მყოფ მსაჯს, კერძოდ იგლესიას ვილანუევას ეკუთვნის, მაშინ გამოდის, რომ მთავარმა არბიტრმა მისი დირექტივა არ გაითვალისწინა და "ბარსელონასთვის" პენალტის არდანიშვნით მკაცრი შეცდომა დაუშვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.



კომენტარები [ 3 ]