დანი კარვახალი: მესისა და რონალდუს ერთ დონეზე ვაყენებ, ორივე მონსტრია
"რეალ მადრიდის" ფეხბურთელს, დანი კარვახალს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარება სთხოვეს.
მათ ერთ დონეზე ვაყენებ - რომელიმეს ვერ გამოვარჩევ. ისინი მონსტრები არიან, მაგრამ, ვფიქრობ, - განსხვავებულნი.
მესის შეუძლია, უკან ჩამოვიდეს, ბურთი მიიღოს და შეტევა წამოიწყოს. კრიშტიანუ გოლების მანქანაა, საჯარიმოში ბრწყინვალედ მოქმედებს და ფინიშინგი ყველაზე კარგად გამოსდის.
მესისა და რონალდუს ერთად რომ ეთამაშათ, ნამდვილი ბომბი იქნებოდა. ეს ძალიან საინტერესოა.
- განაცხადა ესპანელმა.
კარვახალი და რონალდუ მადრიდულ კლუბში 5 წელი თანაგუნდელები იყვნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]