ტებასი: მესი ბარსაში დაბრუნებასთან ახლოს იყო
2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა. მაშინ ხშირად იწერებოდა მისი "ბარსაში" დაბრუნების შესახებ, თუმცა კლუბმა ფინანსური სირთულეების გამო არგენტინელი ვერ დაიმატა და მესი საბოლოოდ აშშ-ში გადავიდა.
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი აცხადებს, რომ მესის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით,
მესისა და "ბარსელონას" სურვილის გათვალისწინებით, იგი დაბრუნებასთან ახლოს იყო და ეს შესაძლებლად ჩანდა. დარწმუნებული ვარ, მესის კარიერის დასრულება "ბარსაში სურდა.
საბოლოოდ მესი "ინტერ მაიამის" შეუერთდა და ამერიკაში გატარებულ პირველ სეზონში 11 გოლიც გაიტანა და ლიგის თასიც მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]