ბარსელონა ჩაბი ალონსოზე ოცნებობს
Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ნაწილი მთავარ მწვრთნელად ჩაბი ალონსოს დანიშვნაზე ოცნებობს.
"ლევერკუზენის" სათამაშო სტილის გათვალისწინებით, კლუბის მმართველები ფიქრობენ, რომ ის "ბარსასთვის" იდეალური თავკაცი იქნება. თანაც, კატალონიურ გრანდში სჯერათ, რომ ეს "რეალ მადრიდისთვის" დიდი დარტყმა იქნება, რადგან ალონსოს მადრიდელთა რიგებში 6 სეზონი აქვს გატარებული.
ასევე, საინტერესოა, რომ ჩაბიმ ბავშვობა ბარსელონაში გაატარა, რადგან მამამისი, პერიკო ალონსო "ბარსას" ფეხბურთელი იყო.
2 დღის წინ ალონსოს მიერ გაწვრთნილმა "ლევერკუზენმა" მიუნხენის "ბაიერნი" 3-0 გაანადგურა და ბუნდესლიგაში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. "ბაიერი" ამ სეზონში დაუმარცხებელია და 31 მატჩში 92 გოლი გაიტანა.
ალონსოს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ის გერმანელებს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს, რადგან ესპანელით არაერთი კლუბი ინტერესდება, მათ შორის, "ლივერპულიც", რომელიც ჩაბის ყოფილი გუნდია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]