ბარსელონა ჰანსი ფლიკს დაუკავშირდა
პოლ ბალიუსის ინფორმაციით, "ბარსელონა" ჰანსი ფლიკს დაუკავშირდა, მაგრამ ჯერ შეთავაზება არ გაუკეთებია. "ბარსამ" უკვე იცის, რომ გერმანელი კლუბში მოსვლით ძალიან ბედნიერი იქნება.
გერმანიაში უკვე გავრცელდა ცნობები, რომ ფლიკმა ესპანურის სწავლა დაიწყო, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან კატალონიური გრანდის მმართველები ფიქრობენ, რომ ახალი მწვრთნელი ესპანურს კარგად უნდა ფლობდეს. ამჟამად, ჰანსი თავისუფლად ინგლისურადაც კი ვერ საუბრობს.
ფლიკთან ერთად, "ბარსელონას" სიაში რობერტო დე ძერბიც ჰყავს, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს. "ბლაუგრანა" პრემიერ ლიგაში, სერია ა-ში, ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მის გამოცდილებას აფასებს. მაგრამ, ისიც აღსანიშნავია, რომ იტალიელის მოყვანა ურთულესი იქნება, რადგან "ბრაიტონთან" გაფორმებული კონტრაქტი მას ინგლისური გუნდიდან კომპენსაციის გარეშე წასვლის უფლებას არ აძლევს. ასევე, დე ძერბის მიმართ ინტერესს "ლივერპულიც" გამოხატავს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ჩავის შეცვლის კანდიდატებს შორის ლუის ენრიკეც მოწინავე ადგილს იკავებს. ამასთან, თუ ტომას ტუხელი "ბაიერნს" დატოვებს და "ბარსელონას" კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს, კატალონიელთა სიაში ისიც იქნება. რაფა მარკესის დანიშვნა თითქმის გამორიცხულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]