ლოთარ მათეუსი ბაიერნს მოუწოდებს, რომ ტუხელი ფლიკით ჩაანაცვლოს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა "ბარსელონას" სამომავლო სამწვრთნელო კანდიდატის, ჰანსი ფლიკის შესახებ ისაუბრა.
როგორც ის ამბობს, ფლიკი ტომას ტუხელზე უკეთესი სპეციალისტია და "ბაიერნმა" ის თანამდებობაზე უკან უნდა დააბრუნოს.
ხანდახან მიკვირს თუ როგორ ატარებს "ბაიერნი" თამაშებს. ჩვენ მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავს, თუმცა საშუალო კლასის "ლაციოსთან" ვერაფერს გავხდით, რაშიც ბრალეულობას ტომას ტუხელში ვხედავ. ჩემი აზრით, მას არ აქვს ის, რაც ჰანსი ფლიკს გააჩნდა. ის კლუბში უნდა დაბრუნდეს.
ფლიკმა გაცილებით კარგად იცის თუ როგორ აუმაღლოს ფეხბურთელებს თავდაჯერების დონე და მათი მენტალობა სწორი კუთხით შეცვალოს. ტომას ტუხელთან ერთად "ბაიერნის" მოთამაშეებს თავი უამრავი იდეით აქვთ გადავსებული, რის გამოც შესაბამის ფეხბურთს ვერ აჩვენებენ.
- ამბობს ლოთარ მათეუსი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]