ფაბრიციო რომანო დევისის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

ფაბრიციო რომანო დევისის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ბაიერნის" მცველი ალფონსო დევისის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.

CaughtOffside-ზე მისი განცხადებით,

ალეხანდრო ბალდე, შეიძლება, ახლა ტრავმირებულია, თუმცა ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. დევისის აგენტი ბარსელონაში იმყოფებოდა, თუმცა მე ამ მომენტში არ ვარ ინფორმირებული "ბარსასთან" კონკრეტული მოლაპარაკებების შესახებ.

"ბარსელონას" ამ პოზიციაზე ბალდე ჰყავს, ხოლო ალფონსო დევისს მნიშვნელოვანი ხელფასი სურს, მიიღებს იგი ამას "ბაიერნისგან", "რეალ მადრიდისგან", თუ ნებისმიერი სხვა კლუბისგან. ამრიგად, "ბარსელონასთვის" ეს მეტად რთულად მოჩანს.

"ბარსელონას" ალფონსო დევისის შესაძენად 50 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს, რასაც შემდეგ მისი 12 მილიონი ევროს წლიური ხელფასი დაემატება. ფინანსური ფეარ პლეის გათვალისწინებით, რომლის მოთხოვნების შესრულება კლუბს ისედაც უჭირს, ეს რთული განსახორციელებელია. გარდა ამისა, "რეალ მადრიდი" დევისით ბევრად უფრო ადრე ინტერესდებოდა, ვიდრე საქმეში კატალონიელები ჩაერთვებოდნენ. თან, მადრიდელებს ფულიც აქვთ, "ბარსასგან" განსხვავებით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 21 თებერვალი 2024 19:07
    0
    ბარსელონაში კი არა მადრიდში იყო და უკანა გზაზე შემოუვლიათ, სერიოზული ლაპარაკი ტრანსფერზე არც ყოფილა.
    ფანი [?]
    #6 21 თებერვალი 2024 14:46
    0
    ეს ძალიან კარგი ფლანგელია მაგრეამ ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე უფრო ჯობია.. კანსელუ დავიტოვოთ და ფილპონგი და გრიმალოდ ვიყიდოთ. მთლიანად 100მ ში თუ ჩავეტიეთ სამივე ფეხბურთელში ეგ ძალიან კარგი იქნება . ფაკტიურად მოიხსნება ფლანგების პრობლემა და დაბალანსდება მანდ სიტუაცია,კონკურენციაც გაიზრდება შესაბამისად გათიშული არ ითამაშებენ.შემდეგ გვინდა კარგი საყრდენი .და რათქმაუნდა მარცხენა კრაის თავდასხმელი ყველაზე მინიმუმ ეს პოზიციებია გასაძლიერებელი. ამ ყველაფრისთვის ნაგავი ფეხბურთელები უნდა გაიყიდოს და ზოგი სასტავის ფეხბურთელი ძვირად გავყიდოთ. თუ დაგვრჩა ფული მაგის მერე შემტევი ნახევარმცველი გვინდა დაახლოებით ვიცის მზგავსი ტალანტი და ვინმე ფორვარდი თუ ლავანი წავიდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 თებერვალი 2024 11:55
    0
    ჯობია მარცხნივ კანსელუ გადავიდეს და მარჯვნივ ფრიმპონგი დავითრიოთ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 თებერვალი 2024 08:17
    0
    ხელფასის გამო ტოვებს ბაიერნს დევისი და ბარსა ვერანაირად ვერ მოიყვანს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 თებერვალი 2024 02:33
    1
    ხოო ხელფასის თემა თუა გაჭირდება რეალთან ჯახი მარა ფლიკი თუ მოვიდა მწვრთნელად რატომღაც მგონია რო ხელფასი მეორე ხარისხოვანი გახდება დევისისთვის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #2 21 თებერვალი 2024 02:27
    0
    ხო, ანუ, ხელფასია მისთვის მნიშვნელოვანი და ბაიერნში არ აძლევენ :)) გასაგებია, სადაც წავა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 თებერვალი 2024 00:36
    0
    გაასხმევინეთ ფაბრიციოს იმენა ბარსას ჯადოა🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️