ბარსამ, შესაძლოა, ბალდე გაუშვას - კლუბი პოტენციურ ჩამნაცვლებლებსაც განიხილავს
Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ბარსელონა" მზადაა, უტყუარი და მიმზიდველი შემოთავაზების შემთხვევაში, ალეხანდრო ბალდე გაყიდოს.
კატალონიელები ბალდეს ერთ-ერთ პოტენციურ ჩამნაცვლებლად "ატლეტიკოს" 28 წლის მარცხენა მცველ მარიო ერმოსოს განიხილავენ. გამოცდილ ესპანელი ფეხბურთელს დაცვის ცენტრში თამაშის გამოცდილებაც აქვს. აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოსთან" მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, რაც "ბლაუგრანას" მისი უფასოდ ხელში ჩაგდების შესაძლებლობას აძლევს.
"ბარსელონას" ასევე ჟოაუ კანსელუს შენარჩუნება სურს. მიმდინარე სეზონში მან 22 თამაშში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ხშირად მარცხენა მცველად. პორტუგალიელი მცველი "ბარსაში" იჯარით თამაშობს, რომელიც სეზონის ბოლოს სრულდება.
დაბოლოს, კატალონიელებს არც ალექს ვალეს გაშვება სურთ. იგი ამჟამად "ლევანტეში" იჯარით თამაშობს. მოსალოდნელია, 19 წლის მცველი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე კლუბს დაეხმარება, რის შემდეგაც ახალი მთავარი მწვრთნელი მის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]