ნამდვილად ღირს რობერტო დე ძერბიზე დროის დაკარგვა?
ბოლო პერიოდში "ბარსელონას" სამწვრთნელო სიაში ერთ-ერთი ყველაზე მკაფიოდ დასახელებული სპეციალისტი რობერტო დე ძერბია, რომლის "ბრაიტონიც" უკანასკნელ მატჩებში არც ისე კარგად გამოიყურება.
მაგალითისთვის, მარტო იმის თქმა რად ღირს, რომ "თოლიებმა" ბოლო სამ შეხვედრაში სამივე თამაში დათმეს, თანაც 3 სხვადასხვა ტურნირზე.
28 თებერვალს "ბრაიტონი" ინგლისის თასის ეგიდით "ვულვერჰემპტონს" ეწვია და მინიმალური სხვაობით, 1-0 დამარცხდა. იტალიელი დამრიგებლის გაწვრთნილმა გუნდმა მომდევნო მატჩი 2 მარტს გამართა, ამეჯრად პრემიერ ლიგაში და "ფულჰემთან" გასვლაზე 3-0 წააგო. რაც შეეხება უკანასკნელ შეხვედრას, ის "ბრაიტონმა" დე როსის "რომასთან" ევროპა ლიგაზე ჩაატარა, რომელიც დე ძერბიმ კიდევ უფრო დიდი სხვაობით, 4:0 წააგო.
მოკლედ, რობერტო დე ძერბის "ბრაიტონი" ბოლო დროს თამაშებს ისე აგებს, რომ გოლის გატანასაც კი ვერ ახერხებს, რაც მის მიმართ მკაფიო ეჭვებს აჩენს, არადა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ სეზონებში პრემიერ ლიგას მისი და "ბრაიტონის" სახით ნამდვილი "შავი ცხენი", ანუ მოულოდნელად ძლიერი გუნდი ჰყავს, რამაც მიიქცია კიდეც "ბარსელონას" ყურადღება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 26 ]