ტერ შტეგენი ბარსელონას მაისურით მე-400 მატჩს ჩაატარებს!

ტერ შტეგენი ბარსელონას მაისურით მე-400 მატჩს ჩაატარებს!

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "მალიორკასთან" შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაშია, რაც ნიშნავს, რომ ის "ბარსელონაში" მე-400 მატჩს ჩაატარებს.

გერმანელი ფეხბურთელი "ბარსაში" მე-10 სეზონს ატარებს. ის კატალონიურმა კლუბმა 2014 წელს შეიძინა და მას შემდეგ გუნდის უცვლელი წევრია. 2014-დან 2016 წლამდე ტერ შტეგენი სათამაშო დროს კლაუდიო ბრავოსთან იყოფდა (მარკი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, კლაუდიო კი - ლა ლიგაში), ჩილელის წასვლის შემდეგ კი უპირობო პირველ ნომრად იქცა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 მარტი 2024 15:58
    0
    გადანერგილი თმა როგორ ეტყობა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 მარტი 2024 01:58
    1
    მშრალი კარით აღნიშნა