ბექჰემი: მესის გადაბირებას ხუთი წელი ვცდილობდი
დევიდ ბექჰემი პოდკასტში "This Life of Mine" აცხადებს, რომ იგი ლიონელ მესის გადაბირებას "ინტერ მაიამიში" 5 წელიწადი ელოდებოდა. მისი თქმით,
ჩვენ ლეოს მამას დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრებოდით. მესის შეძენამდე ხუთი წლით ადრე მე და ჩემი პარტნიორი ლეოს მამას მაიამის სასტუმროში ფარულად შევხვდით. მას ვუთხარი, რომ მართალია, მესი ახლა მზად არ იყო, მაგრამ მომავალში მსურდა, რომ მას ჩემს კლუბში ეთამაშა.
გაიარა ხუთმა წელიწადმა. ვიცოდი, რომ იმ თვეს მესის გადაწყვეტილება უნდა მიეღო, რადგან მას პსჟ-დან წასვლა ჰქონდა გამოცხადებული. მაშინ იაპონიაში ვიყავი, დილის ოთხი თუ ხუთი საათი იქნებოდა, ჩემი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. შემდეგ ვნახე შეტყობინება: "ლეო მესიმ გადაწყვიტა "მაიამიში" ითამაშოს". გავგიჟდი. საწოლიდან წამოდექი და ტირილი დავიწყე - ჩვენ ლიონელ მესი შევიძინეთ, საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე უთამაშია.
ლიონელ მესი "ინტერ მაიამიში", რომლის ერთ-ერთი მფლობელი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დევიდ ბექმეჰია, 2023 წელს გადავიდა. მანამდე ბევრი იწერებოდა არგენტინელის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე, თუმცა იგი საბოლოოდ ამერიკაში გადავიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]