რაფინია თვლის, რომ მეტ პატივისცემას იმსახურებს
Diario Sport იტყობინება, რომ "ბარსელონას" ბრაზილიელ თავდამსხმელ რაფინიას მიაჩნია, რომ იგი გულშემატკივრებისგან უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს.
რაფინიას აზრით, ის ცუდად არ თამაშობს, ხოლო ერთსულოვანი მხარდაჭერის შემთხვევაში, თამაშის ხარისხის გაზრდა უფრო მეტად შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბრაზილიელის შესაძლო გაშვებაზე ბევრი იწერება. კლუბი თავისი ფინანსური მდგომარეობის გამო მის გაყიდვას განიხილავს, ხოლო რაფინიას მიმართ ინტერესი ინგლისური და არაბული კლუბებიდან მზარდია. მეტიც, ბოლო ცნობებით, კატალონიელებს მის სანაცვლოდ არაბებმა 100 მილიონი ევროც კი შესთავაზეს.
მიმდინარე სეზონში რაფინიამ 5 გოლი გაიტანა და 10 ასისტი გააკეთა 28 მატჩში. იგი კლუბს 2022 წელს "ლიდსიდან" 58 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]