ურუგვაიმ რონალდ არაუხო ბარსელონაში დააბრუნა

ურუგვაიმ რონალდ არაუხო ბარსელონაში დააბრუნა

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ რონალდ არაუხო სავარჯიშო სესიების შემდეგ "ბარსელონაში" დააბრუნა. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მცველი კოტ დ'ივუარის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

რონალდ არაუხოს დაბრუნება, დიდი ალბათობით, გადაღლილობას უკავშირდება. ჯერ კიდევ ნაკრებში წასვლამდე ურუგვაელმა დაიჩივლა ამის შესახებ. მისი განცხადებით,

ფიზიკურად კარგად ვარ, თუმცა "ბარსელონაში" ჩატარებული ბოლო მატჩების შემდეგ ცოტა გადავიღალე. მზად ვარ, მარსელო ბიელსასგან დავალებები მივიღო. ჩვენ კოპა ამერიკისთვის დეტალებს ვაზუსტებთ, ხოლო სავარჯიშო სესიები მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რა სურს ჩვენგან მწვრთნელს.

ამრიგად, რონალდი ნაკრებიდან მალე გამოუშვეს და მას ცოტა დასვენების საშუალება ექნება ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მეოთხედფინალის წინ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 მარტი 2024 10:58
    0
    იმედია მართლა გადაღლის ბრალია და მეტი არაფერი ჯობია ლას პალმასთან დაასვენონ ეს და კუნდე კუბარსის დუეტი დადგეს დაცვის ცენტრში და კანსელო ფორტი ფლანგებზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 26 მარტი 2024 17:09
    1
    იმედია სიმართლეა და ტრავმა არ აქვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 მარტი 2024 16:30
    1
    მთლად ასე ადვილად არ გამოუშვებდნენ, ეტყობა ვარჯიშებზე იტკინა რაღაც და გვიმალავენ ჯარიმა რო არ შეტენოს ფიფამ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 მარტი 2024 15:34
    1
    ძალიან კარგი. ამის ტრავმა იმ გიჟ აფრიკელებთან ნამდვილად არ გვინდოდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 მარტი 2024 10:32
    3
    სწორია სწორად იქცევა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 მარტი 2024 08:16
    8
    კარგია ჩვენი ლომი ხოდზე შეხვდება პესეჟეს და შეჭამს💪
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"