ლას პალმასთან თამაშის განაცხადი ცნობილია - ტორესი დაბრუნდა
- თამაშის დრო: შაბათი, 30 მარტი, 23:55
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "ლას პალმასთან" დღეს გასამართი მატჩის განაცხადი დაასახელა.
კარგი სიახლე ისაა, რომ სრულად გამოჯანმრთელდა და 59-დღიანი უქმობის შემდეგ განაცხადში დაბრუნდა ფერან ტორესი.
კატალონიურ გუნდს ისევ ვერ დაეხმარებიან ბალდე, გავი, პედრი, კრისტენსენი და დე იონგი, რომლებიც ტრავმირებულები არიან.
"ბარსას" განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, კანსელუ, არაუხო, ინიგო, ტორესი, ლევანდოვსკი, რაფინია, პენია, ფელიში, ფერმინი, ალონსო, რომეუ, როკე, რობერტო, გიუნდოგანი, კუნდე, იამალი, კასადო, კოჩენი, კუბარსი, გიუ, ფორტი, ფაი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]