რატომ გახდა ჩავი მწვრთნელის ამპლუაში ასეთი აგრესიული? - კასორლას კომენტარი
ერთი შეხედვითაც კი აშკარაა, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი მისი გუნდის თამაშის დროს ზოგიერთ მომენტზე ძალიან აგრესიულად რეაგირებს. ამას მოწმობს რა მიმდინარე სეზონში ესპანელი სპეციალისტის ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობა.
ალბათ, ყველას გვახსოვს, რომ ჩავი, როგორც ფეხბურთელი, ახლანდელთან შედარებით ძალიან განსხვავებული, მშვიდი მოთამაშე იყო. ამაზე ისიც კი მეტყველებს, რომ მას პირდაპირ წითელი ბარათი არასდროს მიუღია.
სანტი კასორლამ, რომელსაც ჩავისთან კვეთა ესპანეთის ნაკრებსა და კატარულ "ალ სადში" ჰქონდა, The Guardian-თან საუბრისას განმარტა, რატომ გახდა "ბარსას" სპეციალისტი მწვრთნელის როლში ასეთი აგრესიული:
ჩავიმ გამაკვირვა. ფეხბურთელობის დროს მას ხმა არასდროს აუწევია და ახლა (იცინის)...
მახსოვს, როდესაც "ალ სადში" გადავედი, პირველ თამაშს ვაგებდით. ვხედავდი, ჩავი როგორ ისროდა ბუცებს, ილანძებოდა, ყვიროდა... ვფიქრობდი: "ეს ბიჭი ვიღაცამ შეცვალა, მას სხვანაირს ვიცნობდი".
მოგვიანებით ჩავის ვკითხე: "რა მოგივიდა დღეს?!", რაზეც მან მიპასუხა: "სრულიად შევიცვალე. წინააღმდეგ შემთხვევაში გასახდელში პატივისცემა არ მექნებოდა".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]