გვიდო როდრიგესი ბარსას ზარს ელის - არგენტინელი თავისუფალი აგენტი ხდება
Marca-ს მტკიცებით, "ბარსელონასთვის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩამშლელი ნახევარმცველის დამატება იქნება, რადგან კლუბისთვის ყველაზე პრობლემური პოზიცია სწორედ ესაა.
ესპანური გამოცემა წერს, რომ ორიოლ რომეუ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, ჩავის კი საყრდენის პოზიციაზე საკმაოდ მწირი არჩევანი ექნება.
"ბარსელონა" გვიდო როდრიგესის სიტუაციას დიდი ხანია აკვირდება. ჩავის არგენტინელი ფეხბურთელი მოსწონს, თანაც კლუბისთვის კარგი ისაა, რომ საყრდენ ნახევარმცველსა და "რეალ ბეტისს" შორის დადებული ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, რაც "ბარსელონას" ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იყოს.
"ბარსელონასა" და გვიდო როდრიგესის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი უკვე რამდენჯერმე შედგა. ესპანური გრანდი თადარიგს იჭერს, რათა როდრიგესის გაფორმება ზაფხულში მარტივად შეძლოს. არგენტინელ ფეხბურთელს ანდალუსიური კლუბისგან კონტრაქტის განახლების თაობაზე ახალი წინადადება უკვე მიღებული აქვს, თუმცა ხელი არაფერზეა მოწერილი.
არგენტინელი საყრდენი "ბარსელონასგან" ბოლო ზარს ელის და ხელშეკრულების გაფორმების მოლოდინშია. თუ გვიდო კატალონიელებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ ის კონტრაქტს ამჟამინდელ კლუბთან გაახანგრძლივებს.
- წერს Marca.
30 წლის გვიდო როდრიგესი "რეალ ბეტისის" შემადგენლობაში 2019/2020 წლების სეზონიდან თამაშობს. არგენტინელ ნახევარმცველს იქამდე მექსიკასა და მშობლიურ კლუბებში უთამაშია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]