ევროპის სუპერთასი: მეორე ადგილზე
ფინალებში მონაწილეობა გვარდიოლას ”ბარსასთვის” უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, სადაც გუნდი თითქმის არ მარცხდება. აგვისტოში კატალონიელებს კიდევ ორი ფინალი ელით: ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის ”რეალთან” და ევროპის სუპერთასზე ”პორტუსთან”. რაც შეეხება ევროპის სუპერთასს, მასში შესაძლო გამარჯვება ”ბლაუგრანასთვის” მე-4 იქნება.
”მილანი”, ”ბარსა” და ”ლივერპული”
ეს ახალგაზრდა ტურნირია. ის მხოლოდ 38 წელია არსებობს. პირველ ადგილზე ტიტულების მიხედვით ”მილანია”, რომელმაც 7 შესაძლებლობიდან 5 გამოიყენა. უკანასკნელი ტიტული მათ 2007 წელს ”სევილიასთან” მოიპოვეს. მეორე ადგილზე მოდის ”ბარსელონა”, რომელმაც 4-იდან 3 შანსი გამოიყენა. ”ლივერპული” კი 5 ფინალიდან გამარჯვებული 3-ჯერ გამოვიდა.
”პორტუ” მერვეა
26 აგვისტოს ევროპის სუპერთასის ფინალში ”ბარსა” პორტუს შეხვდება. პორტუგალიულმა გუნდმა გასულ სეზონში ტრიპლეტი შეასრულა: ჩემპიონატი, თასი და ევროპა ლიგა. პორტუგალიელების ანგარიშზე 1987 წელს მოგებული ერთი ევროპის სუპერთასია. რეიტინგში ”პორტუ” მე-8 ადგილზე იმყოფება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]