"ბარსელონა" ლავესის შეძენას განიხილავს

"ბარსელონა" ლავესის შეძენას განიხილავს

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი და ხელმძღვანელობა არ წყვეტს ფიქრს იმის შესახებ თუ ახალი სეზონისათვის როგორ გააძლიერდეს "ბლაუგრანას" თავდასხმა. "ვილიარეალის" იტალიელი თავდამსხმელის, ჯუზეპე როსისა და "უდინეზეს" ჩილელი ფორვარდის, ალექსის სანჩესის შემდეგ "ბარსა" ახალი მოთამაშით, "ნაპოლელი" ლავესით დაინტერესდა.

 

"Il Mattino"-ს გადმოცემით "ბარსელონას" წარმომადგენლებმა მოთამაშის აგენტს, ალეხანდრო მაზონის მიმართეს, რათა განეხილათ ფეხბურთელის გუნდის დატოვების საკითხი და მისი სავარაუდო ფასი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ბლაუგრანელებმა" "ნაპოლს" ოფიციალური წინადადებით მიმართეს, მაგრამ აშკარაა რომ ევროპის საუკეთესო გუნდი ლავესის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს.

 

გარდა კატალონიური გრადისა, ამ ფეხბურთელით დაინტერესებულნი არიან ისეთი დიდი კლუბები, როგორებიც არიან მადრიდის "რეალი" და ინგლისის "მანჩესტერ იუნაიტედი"

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.