ვიტორ როკე ამ ზაფხულში, დიდი ალბათობით, ბარსელონას დატოვებს
"ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვიტორ როკე, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებს - ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტები ავრცელებენ.
"ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ახალი სეზონისთვის ახალგაზრდული შემადგენლობის ჩამოყალიბება სურს, თუმცა, როგორც ჩანს, ესპანელის გეგმებში ბრაზილიელი ფეხბურთელი არ შედის.
ჩავი უპირატესობას ფეხბურთელის იჯარას ანიჭებს, მაგრამ პრობლემა როკეს გადაწყვეტილებაა, რომელსაც ან "ბარსაში" დარჩენა ან პერმანენტული ტრანსფერით წასვლა სურს.
ახალგაზრდა ცენტრფორვარდს კატალონიურ გრანდათან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა კი 40 მილიონი ევროა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]