პასტორე ჟურნალისტებს გამოუტყდა

პასტორე ჟურნალისტებს გამოუტყდა

 

იტალიური "პალერმოს" არგენტინელი ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ მისი აგენტი კატალონიაში, "ბარსელონას" ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს...

 

"მე არაფერი ვიცი ჩემი მომავლის შესახებ. "ბარსელონასთან" და ჩემით დაინტერესებულ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს ჩემი აგენტი აწარმოებს. ასე რომ, მას უკეთ ეცოდინება, თუ სად შეიძლება აღვმოჩნდე", – ციტირეს პასტორეს სიტყვებს "Fox Sports"–ი.

 

ამ დროისთვის, ახალგაზრდა არგენტინელით "ბარსელონას" გარდა დაინტერესებულია ისეთი გუნდები, როგორებიცაა "ინტერი", "რომა", "რეალი", "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ". შეგახსემენთ, რომ ადრე, "პალერმოს" პრეზიდენტმა, მაურისიო ძამპარინიმ განაცხადა, რომ "პალერმო" არგენტინელ ფლეიმეიქერს არანაკლებ 50 მილიონ ევროდ შეელევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.