სევილია 1-2 ბარსელონა | მოგება ჩავის ბოლო მატჩში

სევილია 1-2 ბარსელონა | მოგება ჩავის ბოლო მატჩში

ბარსელონამ ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში სევილია "სანჩეს პისხუანზე" 2-1 დაამარცხა. 

ბარსა მე-15 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა. 31-ე წუთზე კი მასპინძელთა მაროკოელმა ცენტრფორვარდმა, იუსეფ ენ-ნესირიმ ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა. 

საბოლოოდ, ბარსელონამ მაინც იმარჯვა: 59-ე წუთზე ფერმინ ლოპესმა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ძლიერი დარტყმით სევილიას ნორვეგიელ მეკარეს, ორიან ნიულანდს შანსი არ დაუტოვა და კატალონიური კლუბი კვლავ წინ გაიყვანა. ფერმინი გოლის გატანის შემდეგ ჩავი ერნანდესთან მივიდა, რომლისთვისაც ეს "ბლაუგრანას" მწვრთნელის პოსტზე ბოლო მატჩი იყო.

ბარსელონამ ლა ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში 85 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილი დაიკავა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 მაისი 2024 17:05
    0
    მოკლედ ეს ბიჭი დღითი დღე უმატებს, და რაც მთავარია მონდომებულია ძალიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 მაისი 2024 01:19
    10
    მოგებით გავაცილეთ მაესტრო რაც მთავარია. წარმატებები გუნდს და ჩავის ახალი სეზონიდან!