სევილიას მწვრთნელი: ბარსას პრობლემა ჩავი კი არა, რეალ მადრიდია
"ბარსელონამ" "სევილიას" ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონის და ჩავი ერნანდესის, როგორც კლუბის მწვრთნელის, ბოლო მატჩში 2-1 სძლია. ანდალუსიელთა მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი ჩავის მოღვაწეობაზე საუბრობს.
მე ჩავის ძალიან ვაფასებ, როგორც მწვრთნელს, გასულ წელს მოგებულ ლა ლიგას. მე მას თაყვანს ვცემ, როგორც ფეხბურთელს.
ჩავი პატიოსან ბიჭს ჰგავს, რომელიც ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. მან კლუბთან ერთად გარდამავალი პერიოდი გამოიარა. "ბარსელონას" აქვს პრობლემა და ეს არა ჩავი, არამედ "რეალ მადრიდია".
ჩავი პატიოსან ბიჭს ჰგავს, რომელიც ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. მან კლუბთან ერთად გარდამავალი პერიოდი გამოიარა. "ბარსელონას" აქვს პრობლემა და ეს არა ჩავი, არამედ "რეალ მადრიდია".
- ციტირებს მის სიტყვებს AS.
მადრიდელებთან კონკურენციის გათვალისწინებით, საინტერესოა, რომ საჩემპიონო სეზონში (2022/23) "ბარსელონამ" 88 ქულა მოაგროვა, წლევანდელი კი 85 ქულით დაასრულა (3 ქულით ნაკლები). რაც შეეხება "რეალ მადრიდს", მათ ეს სეზონი 95 ქულით დაასრულეს, როცა შარშანდელი - 78-ით.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]