ანჩელოტი ჩავის წასვლაზე საუბრობს
"რეალ მადრიდის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი "ბარსელონას" მიერ ჩავი ერნანდესის დათხოვნას ეხმაურება. როგორც Diario Sport ციტირებს მის სიტყვებს,
როცა კლუბსა და მწვრთნელს შორის კარგი ურთიერთობა არაა, საუკეთესო არჩევანი დაშორებაა.
ეს ჩემს შემთხვევაშიც მრავალჯერ მოხდა. ასე იყო "ნაპოლის", "ბაიერნის", "ჩელსის" შემთხვევებში. უკეთესია დაშორება, როგორც ჩავისთვის, ისე - "ბარსელონასთვის".
სეზონის ბოლო კვირებში ურთიერთობა ჟოან ლაპორტასა და ჩავის შორის დაიძაბა. ჩავი კლუბის მომავალზე მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა, რამაც ლაპორტა აღაშფოთა. გარდა ამისა, ზოგიერთი ცნობით, კლუბის რუხმა კარდინალად წოდებულმა ალეხანდრო ეჩევარიამ ფეხბურთელთა შორის ჩავის რეპუტაციას ძირი გამოუთხარა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]