”ბარსელონას” ბაბუამ წვერი გაიპარსა

”ბარსელონას” ბაბუამ წვერი გაიპარსა


ჟოან კასალსმა, უფრო ცნობილმა, როგორც ”ბარსელონას” ბაბუამ სიტყვა შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ წვერი გაიპარსა. კომარუგას მცხოვრებლები გუშინ შეიკრიბნენ, რათა ენახათ ეს უნიკალური მოვლენა. ჟოან კასალსმა ხალხის წინაშე გაიპარსა წვერი და ამით შეასრულა რამდენიმე თვის წინ მიცემული პირობა. ამას გარდა ჩატარდა ამხანაგური მატჩი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ხოსეპ მალდონადომ, ”Fundación del FC Barcelona”-ს მეთაურმა.

მესამე გაპარსვა

ეს გაპარსვა პირველი არ იყო, რადგან ჟოან კასალსმა წვერი პარიზისა და რომის ფინალის შემდეგაც გაიპარსა. 1992 წელს, ”უემბლიზე” გამარჯვების შემდეგ ჟოან კასალსმა დადო პირობა, რომ ჩემპიონთა ლიგის კვლავ მოგების შემთხვევაში წვერს გაიპარსავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.