დე ლა ფუენტე პაუ კუბარსიზე: უსამართლოდ მოვიქეცი
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე "ბარსელონას" ტალანტის, პაუ კუბარსის ევროპის ჩემპიონატს მიღმა დატოვებაზე კომენტარს აკეთებს.
განაცხადში მოხვედრას ჩვენი ყველა ცენტრალური მცველი იმსახურებდა. უსამართლოდ მოვიქეცი, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოვიდა მათთან, ვინც გუნდში რჩება. გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. პაუს ძალიან ვაფასებთ და მას დიდი მომავალი აქვს. პატივისცემას გუნდის დანარჩენი წევრებიც იმსახურებენ.
დე ლა ფუენტემ ფერმინ ლოპესზეც ისაუბრა.
ფერმინი ენერგიის წყაროა. შედარებები საჭირო არაა, მაგრამ ის მე გავის მახსენებს. ტექნიკური შესაძლებლობების გარდა მას აქვს ენერგია, რომელიც სხვებზეც გადადის. მას არ ვიცნობდი, მაგრამ ის მომწონდა და ვფიქრობ, ის ბევრ კარგ რამეს გვანახებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]