ვალდესი: "ტიაგო და სესკი შეეწყობიან ერთმანეთს"

ვალდესი: "ტიაგო და სესკი შეეწყობიან ერთმანეთს"

 "ბარსელონას" მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა განაცხადა, რომ, თუ როგორმე მოხერხდება და ამ ორ ფეხბურთელს "ბარსელონაში" ერთად თამაშის საშუალება მიეცემა, ისინი მშვენიერ ტანდემს შექმნიან.

 ვიქტორ ვალდესმა ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ბევრი ისაუბრა მომავალ სეზონსა და მოსამზადებელ ეტაპზე, რომელიც რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებასაც ითვალისწინებს.

 მან ასევე ისაუბრა სესკ ფაბრეგასზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დიდი სურვილი გამოთქვა იმისა, რომ მის ირგვლივ დიდი ხნის წინ დაწყებული აურზაური და ჭორები დასრულდეს. "ეს არის ადამიანი, რომელიც არა მარტო ნიჭიერი და უსაზღვრო ტალანტის მქონე ფეხბურთელი, არამედ კარგი ადამიანიცაა. ბუნებრივია ძალიან მიხარია, როდესაც ვიგებ, რომ სესკის "ბარსელონაში" გადმოსვლა უფრო და უფრო რეალური ხდება. ეს მთლიანად გუნდს გააძლიერებს. "ბარსელონას" ნახევარდაცვა ფაბრეგასით უძლეველი გახდება. იგი ტიაგოსთან ერთად იდეალურ დუეტს შექმნის."

 ვალდესი ასევე შეეხო ბოიანის "რომაში" გადასვლას: "ვფიქრობ, კატალონირუი კლუბისთვის ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი დონის ფორვარდი აღარ ეყოლება, თუნდაც ორი წლის განმავლობაში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანსფერი ესპანელზე დადებითად იმოქმედებს."

 კითხვაზე, რომელიც მომავალი სეზონის მოტივაციას ეხებოდა, ვიქტორმა ასეთი პასუხი, გასცა: "შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ წინა სეზონებზე ნაკლები მოტივაცია არ გვაქვს, რადგან კლუბს სათავეში ისეთი პიროვნება უდგას, როგორიც გვარდიოლაა, კაცი, რომლისთვისაც საზღვრები არ არსებობს და მოდუნების საშუალებას არც ერთი წამით არ გვაძლევს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.