ბერნარდუ სილვას ბარსელონაში გადმოსვლა გამოირიცხა [Marca]
"ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ვარსკვლავის, ბერნარდუ სილვას შეძენის იმედი დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
მადრიდული წყაროს ცნობით, "ბარსა" ბერნარდუს ვერ დაიმატებს, რისი მთავარი მიზეზიც ისევ კლუბის ფინანსური მდგომარეობაა.
წყარო იტყობინება, რომ 29 წლის ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევრო ძალაში ივნისის ბოლომდე იქნება. აღნიშნული პუნქტის ვადა 30 ივნისს ამოიწურება, ამ დროისთვის კი "ბარსელონა" ფინანსური საკითხის დაკმაყოფილებას ვერ მოახერხებს.
გავრცელებული ცნობებით, კატალონიურ გუნდს დანი ოლმოს, ნიკო უილიამსს, ლუის დიასსა და ჯერემი ფრიმპონგს უკავშირებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]