ანსუ ფატის ბარსელონაში დარჩენა უნდა
"ბარსელონას" თავდამსხმელს ანსუ ფატის კატალონიური კლუბის დატოვება არ სურს. ინფორმაციას ამის შესახებ Sport ავრცელებს.
კატალონიური წყარო იტყობინება, რომ ფატის დარჩენა უნდა. ის ჰანსი ფლიკის ნდობის მოპოვებას პრესეზონზე შეეცდება. 21 წლის შემტევი მიიჩნევს, რომ კიდევ ერთ შანსს იმსახურებს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, "ბარსა" ანსუს წასვლას ამჯობინებს, თუნდაც ისევ იჯარით. ყველაფერი წინასასეზონო მზადების შემდეგ გაირკვევა.
ასევე Sport-ის ცნობით, ფატის დარჩენის შემთხვევაში "ბარსელონასთვის" თავდამსხმელის შეძენა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.
ფატიმ გასული სეზონი იჯარით ინგლისურ "ბრაიტონში" გაატარა, თუმცა, ესპანელს თავის გამოჩენაში ხელი ისევ ტრავმამ შეუშალა. ანსუს პრემიერ ლიგის გასულ გათამაშებაში დაზიანების გამო ზედიზედ 9 მატჩის გამოტოვება მოუხდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]