სტანისლავ ლობოტკას ბარსელონაში ტრანსფერი ჩავის წასვლამ დააცხრო
"ნაპოლისა" და სლოვაკეთის ნაკრების ნახევარმცველის, სტანისლავ ლობოტკას სპორტულმა აგენტმა, ბრანისლავ იარუსკმა თავისი კლიენტის "ბარსელონაში" არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა.
როგორც მან RTV-სთან საუბრისას თქვა, ლობოტკა ჩავის პერიოდში კატალონიურ კლუბთან შეთანხმებული იყო, თუმცა მწვრთნელის ცვლილებამ ტრანსფერი უკან საგრძნობლად დახია.
"ბარსელონასთან" შეთანხმება დახურული გვქონდა, თუმცა შემდეგ კლუბიდან ჩავი წავიდა. მათ ბევრი ფინანსური პრობლემა აქვთ და სიტუაცია ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა დასრულებული ჯერჯერობით არაფერია. ყველამ კარგად იცის ლობოტკას სათამაშო ხარისხის შესახებ. იციან ბარსელონაში, მადრიდსა და ინგლისში.
- ამბობს იარუსეკი.
სლოვაკი ფეხბურთელის აგენტი ბოლოსკენ ასკვნის, რომ ლობოტკა კარებს ჯერჯერობით არავის უხურავს, "ბარსელონა" კი საქმეში კვლავ რჩება.
Transfermarkt-ზე მითითებული ინფორმაციით, 29 წლის საყრდენი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონი ევროა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]