ლოთარ მათეუსი: მარადონა, მესი, ახლა კი ლამინ იამალი

ლოთარ მათეუსი: მარადონა, მესი, ახლა კი ლამინ იამალი

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა და 1990 წლის ოქროს ბურთის მფლობელი, ლოთარ მათეუსი ლამინ იამალის თამაშით აღფრთოვანებულია, რაც მის გაკეთებულ კომენტარშიც ნათლად ჩანს.

ჯერ იყო დიეგო მარადონა, შემდეგ ლიონელ მესი, ახლა კი ლამინ იამალი ან ჯამალ მუსიალა.

- თქვა მათეუსმა, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ ესპანეთს შეტევით ფაზაში გასაოცარი არჩევანი აქვს, ამ ფეხბურთელებს კი ნაკრებისთვის უდიდესი რესურსის მიცემა შეუძლიათ.

16 წლის ლამინ იამალი ახალგაზრდა ასაკაში ესპანეთის ნაკრების შეტევითი ხაზის ლიდერი და გამორჩეული ფიგურაა. "ბარსელონას" ფეხბურთელმა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხორვატიასთან და იტალიასთან კი მისი გასაოცარი პერფორმანსი ესპანელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 ივნისი 2024 00:56
    0
    არ მევასება ასეთი უაზრო კომენტარები
    Culé [?]
    #4 26 ივნისი 2024 18:55
    1
    ტვინი ნუ წაიღეს რა. ანსუ ფატიც მესი იყო 10 ნომრით. აცადეთ რა ამ ბავშვებს ცხოვრება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ივნისი 2024 16:14
    0
    ციტატა: mari
    ციტატა: jacky iakovenko
    ვაი ამის პატრონს

    wink რატომ? რა თქვა ცუდი, ან არასწორი?

    ცუდი არა, მაგრამ მარადონა მესი და იამალიო ანუ იამალი გაუტოლა მესის? მესიმდე იმდენი უკლია იამალს როგორც მთვარემდე ფეხით ასვლას. იამალს მთავარი აკლია ამდენი დრიბლინგების მერე კარშიც უნდა დაარტყას ან მინიმუმ კარგი პასი გაუკეთოს ვინმეს, ტყუილად არ აგინებდა ლევანდოვსკი. გასაგებია რომ ახალგაზრდაა, მაგრამ ხო ათამაშებენ და ბარემ ისწავლოს ბოლო ნაბიჯებიც შეტევაში. და მაინც დიდი იმედით მხოლოდ ერთს ველოდები როგორმე ფატის, გავის თუ პედრის გზის გავლა არ მოუწიოს და დანარჩენს იმედია მიხედავს მინიმუმ 2-3 წელი აქვს ამისთვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ივნისი 2024 12:43
    2
    უუფ მუსიალა რას დაგვხატავდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 26 ივნისი 2024 11:49
    0
    ციტატა: jacky iakovenko
    ვაი ამის პატრონს

    wink რატომ? რა თქვა ცუდი, ან არასწორი?