ბარსელონა და პორტუ მიკაილ ფაის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ბარსელონა და პორტუ მიკაილ ფაის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონა და პორტუ მიკაილ ფაის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

კატალონიურმა კლუბმა სენეგალელი მცველის გაყიდვა გადაწყვიტა, რადგან, ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად, თანხა სჭირდება. ბარსა მზადაა, ფაი 15-16 მილიონ ევროდ გაასხვისოს, მაგრამ, ამასთანავე, სურს, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვოს. კონტრაქტში აღნიშნული პუნქტის ჩაწერის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ "ბლაუგრანა" მიკას არ გამოისყიდის, შესაძლოა, მომავალი ტრანსფერიდან გარკვეული წილი მაინც მიიღოს.

მიუხედავად ამისა, კლუბებს შორის ჯერ შეთანხმებული არაფერია - მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ბარსელონას მოთხოვნა იყოს.

19 წლის მოთამაშემ ბარსა ატლეტიკის შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ნამდვილად შთამბეჭდავი პერფორმანსები ჰქონდა.

ბარსელონამ ფაი 2023 წელს, ხორვატული კუსტოშიადან, 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა. Transfermarkt-ი მას ამჟამად 10 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 30 ივნისი 2024 11:43
    0
    და რატომ ეს? ჯერ ინიგო გაყიდონ, მერე ტორესი, მერე რომეუ, და საერთოდ რატომ იწყებენ ბავშვებით როცა ქვეყნის საპენსიო ასაკის ფეხბურთელები გვყავს.
    Culé [?]
    #6 29 ივნისი 2024 18:16
    0
    Amas porto 3-4 welshi 70 milionad gayidis. Karoche ra sleebi sheiyara am gundshi yvela mxridan...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 28 ივნისი 2024 20:41
    4
    ეს გაყიდეთ და ინიგო ან თუნდაც ალონსო დაიტოვეთ, ეგენი ახლა იფურჩქნებიან და დაიწყებენ თამაშ, იმ სამ ღლეზე აღარაფერს ვამბობ ამ ზაფხულს რო ბრუნდება გუნდში🙂
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #4 28 ივნისი 2024 20:21
    0
    15 მლ ამის გაყიდვა არის ყველაზე დიდი სისულელე, აცადონ განვითარება და თუ არ დაჭირდებათ მცველი მერე გაყიდონ გაცილებით დიდ ფასში.
    Culé [?]
    #3 28 ივნისი 2024 19:29
    1
    ტორესი და რაფინია ბევრად ძვირად გაიყიდება რაღა ამას მიადექით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 ივნისი 2024 19:28
    1
    " კატალონიურმა კლუბმა სენეგალელი მცველის გაყიდვა გადაწყვიტა, რადგან, ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად, თანხა სჭირდება. ბარსა მზადაა, ფაი 15-16 მილიონ ევროდ გაასხვისოს " ...................15 ! მილიონი გამოასწორებს ფინანსურ მდგომარეობას?! დეკუ/ლაპორტა თქვენი ყველაფერი რომ მოვიკითხე rage
    Culé [?]
    #1 28 ივნისი 2024 19:22
    2
    მაგარი სიქიმა ნაბიჭვარია დეკუ რაა, ინიგოზე მეტი ხელფასი აქვს დავიჯერო ამას ?? ან ინიგოზე ცუდია ?? ტიპი მომავალი ტერმინატორია სისწრაფე პასი დარტყმა ფიზიკა აი რავიცი რა დაუწუნეს ?? ასეთი პოლიტიკა რომ აქვთ იმიტო დაადო გიულერმაც და ბევრმა სხვამ. პორტუ რატო უნდა ახეირო რისთვის მოყავთ ეს ხალხი, როკეც დაამწნილეს გაუშვებენ და რაა??? ბარსელონა მარტო სახელი დატოვეს ამ ნაბიჭვრებმა ლაპორტამ უფრო მეტი აზარალა კლუბი დაყიდა ყველაფერი და რა ?? ისევ იმ ქაქშია გუნდი სადაც იყო, ბარსას 270 მილიონი აქვს სახელფასო ჭერი და რეალს 780 მილიონი აბა გაუწიე კონკურენცია, რაც თქვა ლაპორტამ რა შეასრულა ?? აფერისტია ტიპი მაფიასთან ურთიერთობის გამო გააგდეს დაბრუნდა და ისევ იგივე დაყიდა კლუბის შემოსავლები ახლა ფული რომ არ აქვს ყველას ყიდის და გუნდს რა ეშველება კიდია.