ლამინ იამალი: მესისთან შედარება? ლეოს მსგავსი არავინ იქნება

ლამინ იამალი: მესისთან შედარება? ლეოს მსგავსი არავინ იქნება

ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ტალანტი, ლამინ იამალი ლეგენდარულ ლიონელ მესიზე საუბრობს:

"მესი ისტორიაში საუკეთესოა. წარმოუდგენელი გრძნობაა, რომ ლეოს მადარებენ, მაგრამ მას ვერავინ შეედრება. ვიმედოვნებ, კარიერაში იმის ნახევარს მივაღწევ, რასაც არგენტინელმა მიაღწია. მესის მსგავსს ვერასდროს ვიხილავთ - ასეთმა შედარებამ, შესაძლოა, ფეხბურთელს ავნოს კიდეც."

16 წლის შემტევს ბარსელონაში 10-ნომრიანი მაისურის შესაძლო მორგებაზეც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:

"10 ნომერი ანსუ ფატის ეკუთვნის. თუ ის გუნდს დატოვებს და კლუბი 10-ნომრიან მაისურს შემომთავაზებს, რა თქმა უნდა, დავთანხმდები - ეს ჩემი ოცნებაა."

იამალი ამჟამად ესპანეთის ნაკრებთან ერთად გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება. შესანიშნავი საკლუბო სეზონის შემდეგ, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე გამართულ 3 მატჩში მან 1 ასისტი მიითვალა. ლამინი და "ფურია როხა" მერვედფინალში საქართველოს დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 ივნისი 2024 20:57
    0
    მესის ნახევარი კარიერა რონალდუს გარდა აქ ვინმეს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 30 ივნისი 2024 11:36
    0
    ვიმედოვნებ, კარიერაში იმის ნახევარს მივაღწევ, რასაც არგენტინელმა მიაღწია.
    ამას თუ 4 ოქროს ბურთი აქვს დაგეგმილი და 400 გოლი, კაი მომავალი დაუსახია ცხოვრებაში.
    ტიტულები ცალკე დავითვალოთ, მაგრამ ლეო ამ მაჩვენებლით საკმაოდაა წინ წასული მდევრებზე. ისევე როგორც დრიბლიგების რაოდენობით სადაც მე-2 ადგილზე მყოფ აზარს თითქმის ორჯერ ასწრებს.

    ციტატა: Giorgi99
    მესი ერთადერთია მას ვერავინ შეედრება 23 წლის ასაკში ოქორს ბურთი ჰქონდა მოგებული

    23 წლის ასაკში 2 ოქროს ბურთი ქონდა, 25-ისას 4.
    Culé [?]
    #3 28 ივნისი 2024 21:19
    4
    მესი ერთადერთია მას ვერავინ შეედრება 23 წლის ასაკში ოქორს ბურთი ჰქონდა მოგებული
    Culé [?]
    #2 28 ივნისი 2024 20:51
    2
    ნეტა მესის ნახევარი იყოს ხო ითრევდა რეალს თავისი მბაპეთი და ბელინგემით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 ივნისი 2024 20:38
    5
    ახლა გავიაზრე და რაც თქვა 1000% სიმართლეა, იამალმა რომ მესის ასისტების და გოლების ნახევარი გააკეთოს, იმის ნახევარჯერ გახდეს მატჩის, თვის, წლის, ტურნირების საუკეთესო მოთამაშე, იმის ნახევარი რაოდენობის ფეხბურთელიც რომ მოატყუოს რაც მესის მოუტყუებია ბარსას მაისურით, მაინც უმაგრესი კარიერა ექნება იამალს და ჩვენთვისაც შეუცვლელი იქნება წლების განმავლობაში. თავმდაბლობასაც იჩენს, არუნდა ათიანი სანამ ბოლომდე არ ჩამოყალიბდება ვარსკვლავად, იცის რა ტვირთიც აქვს მაგ მაისურს. მაინც რა ანდერძს ტოვებს მესი ფეხბურთში, ვინც კი არუნდა გამოჩნდეს და შეედაროს, საბოლოოდ მაინც მესის უდიადესობას ესმება ხაზი❤️🤌
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"