სერჟი რობერტო 2 დღეში ბარსელონას დაემშვიდობება

სერჟი რობერტო 2 დღეში ბარსელონას დაემშვიდობება

სერჟი რობერტო "ბარსელონას" დატოვებას უახლოვდება. როგორც ესპანურ მედიაში წერენ, 32 წლის ფეხბურთელი კლუბს 2 დღეში დატოვებს.

რობერტომ პირველ გუნდთან ერთად 14 სეზონი გაატარა და მისი დრო დასასრულს მიუახლოვდა. კლუბში სურდათ, რომ სერჟი კიდევ 1 სეზონით დარჩენილიყო, თუმცა დარწმუნებით ვერავინ ამბობდა თუ რამდენად შეძლებდნენ რობერტოს დარეგისტრირებას სახელფასო ლიმიტის გამო, ფეხბურთელმა კი გაურკვეველ მომავალთან შეგუებაზე უარი თქვა და კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

- წერს Mundo Deportivo.

სერჟი რობერტომ 2023/2024 წლების სეზონში "ბარსელონასთან" ერთად ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, რა დროშიც 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 ივნისი 2024 21:01
    0
    რა უაზროდ მიდის ესეც, გაცილება არ ეღირსა არავის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 30 ივნისი 2024 11:16
    0
    რას ერჩით 3 გოლი და მგონი სულ 4-5 თამაში აქვს ჩატარებული. ის წუთები რო გადავაბათ რასაც ამას აძლევდნენ. თავდამსხმელი ხო არ არის, რო ამდენ თამაშში 20 გოლი გაიტანოს. ეს არ დაიკარგება თუ მესიმ არ უშუამდგომლა მაიამში არაბები მაინც წაიყვანენ მუქთად და აქ რო იღებდა 5 იმდენს მაინც მისცემენ. მაიამზე გამახსენდა გუშინ ლეოს არყოფნაში კოპაზე როა წასული ალბამ გაიტანა და მაიამს მოაგებინა.
    ფანი [?]
    #3 29 ივნისი 2024 23:19
    0
    ეს უეჭველი ინტერში წავა მესისთან
    Culé [?]
    #2 29 ივნისი 2024 22:03
    3
    რაცარუნდა ფარჩაკი ფეხბურთელი იყოს მაინც ჩვენი ლეგენდაა ისეთი გოლები აქვს ამ კაცს გატანილი რო არავინ დაუვიწყებს მაგას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 ივნისი 2024 06:51
    8
    მადლობა კაი კაცი ხარ. იმენა clutch ფეხბურთელი. პსჟს და რეალის მხერხავი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid