პარი სენ-ჟერმენი ამადუ ონანას დამატებას შეეცდება
"პარი სენ-ჟერმენი" "ბარსელონას" ინტერესის მქონე ამადუ ონანას დამატებას შეეცდება.
თუ ონანას ტრანსფერით აქამდე მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდებოდა, ახლა საქმეში პარიზული კლუბიც ჩაერთო, რომელიც ბელგიელი ნახევარმცველის დამატებას ცდილობს.
"ბარსელონა" საქმეში რჩება და ფეხბურთელის შეძენას შეეცდება, თუმცა დასახელებული 60 მილიონი ევრო ყველაფერს ძალიან ართულებს. დეკუ ონანას სერიოზულ კანდიდატურად განიხილავს ნახევარდაცვის გასაძლიერებლად.
პრობლემა ახლა ისაა, რომ "ბარსელონას" მხოლოდ 40 მილიონი ევროს გადახდა შეუძლია, "ევერტონის" ხელმძღვანელობა კი 20 მილიონით მეტს ითხოვს. რაც შეეხება "პსჟ-ს", პარიზული კლუბი გუნდიდან უგარტეს გაშვებას აპირებს და ონანას სწორედ მის შემცვლელად განიხილავს.
- წერენ ესპანური წყაროები.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]