პსჟ ლამინ იამალში 250 მილიონს იხდის
"პარი სენ-ჟერმენი" მზადაა "ბარსელონას" ტალანტის, ლამინ იამალის ხელში ჩასაგდებად მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდი დაამყაროს.
პარიზული კლუბი "რეალ მადრიდში" წასული კილიან მბაპეს შემცვლელს აქტიურად ეძებს. ბუნებრივია, ფრანგულ გუნდს ვარსკვლავი ჭირდება და ასეთად ლამინ იამალი შეირჩა.
Mundo Deportivo-ს ცნობით პსჟ მზადაა, "ბლაუგრანას" 16 წლის ფეხბურთელში 250 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც ნეიმარში გადახდილი 222 მილიონის შემდეგ მორიგი რეკორდი იქნება.
ერთ ფეხბურთელში 250 მილიონის მიღება "ბარსელონას" ყველა ფინანსურ პრობლემას მოუგვარებს, თუმცა კატალონიური მედიის ცნობით მოლაპარაკებების დაწყებაც კი არ იგეგმება, რადგან "ბარსა" იამალის გაყიდვას ამ თანხადაც კი არ აპირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 30 ]