მატა "ვალენსიაში" რჩება
ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებისა და "ვალენსიას" შემტევი, ხუან მატა, უახლოეს მომავალში არ აპირებს ამჟამინდელი კლუბის დატოვებას და კარიერას "ღამურებში" გააგრძელებს. იტყობინება გამოცემა "SuperDeporte".
როგორც იცით, უამრავი ჭორი იწერებოდა ჟურნალ–გაზეთებში იმასთან დაკავშირებით, რომ ხუან მატა გადადიოდა ერთ–ერთი უძლიერეს ევროპულ კლუბში, თუმცა საბოლოოდ სიმართლე სხვაგვარი გამოდგა. ფეხბურთელმა თავისი კარგი თამაშით დაიმსახურა ისეთი გრანდების ინტერესის არეალში მოხვედრა, როგორებიც არიან: "ბარსელონა", "რეალი", "ლივერპული" და "არსენალი". ერთი რამ კი ნათელია – ფეხბურთელი არ აპირებს "ვალენსიას" დატოვებას.
"შემდეგ სეზონში მსურს, რომ რაიმე ტიტული მოვიგო "ვალენსიასთან" ერთად. კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე მაკავშირებს და არ ვაპირებ ჯერ–ჯერობით სხვა გუნდში გადაბარგებას". განაცხადა ხუან მატამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]