ესპანეთი ევროპის ჩემპიონია!

ესპანეთი ევროპის ჩემპიონია!

ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის გამარჯვებულია! "ფურია როხამ" ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში მეოთხედ მოიგო, რაც რეკორდია.

ესპანეთმა ფინალში ინგლისი ანგარიშით 2-1 დაამარცხა. უგოლო ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ყველაფერი თამაშის მეორე ნახევარში გაირკვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 47-ე წუთზე, ანგარიში ლამინ იამალის ასისტით ნიკო უილიამსმა გახსნა. წონასწორობა 73-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა კოულ პალმერმა აღადგინდა, საბოლოო შედეგი კი მატჩის ბოლოს ასევე შეცვლაზე შემოსულმა მიკელ ოიარსაბალმა დააფიქსირა.

იამალი, რომელმაც, როგორც აღვნიშნეთ, საგოლე გადაცემა გააკეთა, 89-ე წუთზე შეცვალეს, ფერან ტორესი და ფერმინ ლოპესი კი სათადარიგოზე დარჩნენ. რაც შეეხება პედრის, მან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 16 ივლისი 2024 02:20
    0
    სრულიად დამსახურებულად
    Culé [?]
    #22 15 ივლისი 2024 20:59
    0
    nika 54, სხვათაშორის გუშინ ითქვა , რომ სკალონის მწვრთნელის ლიცენზიის კურსები ესპანეთში აქვს გავლილი და დე ლა ფურნტე მისი მასწავლებელი იყო. ასე რომ მოსწავლემ და მასწავლებელმა ორი კონტინენტი დაიპყრეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 15 ივლისი 2024 16:11
    1
    ციტატა: Barca1980
    დე ლა ფუენტე გახდა მწვრთნელი, რომელსაც 19 , 21 და დიდების ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი. ზუსტად იცის დღეს ესპანეთში არსებული რესურსი, ყველას მის ხელში აქვს გამოვლილი და ესეთი ლამაზად მოთამაშე ესპანეთი ბოლო ტრიუმფის მერე არ ყოფილა. ერთხელ არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი ჩემპიონობის ამბიცია. ისე კუბარსა და გავისაც დაამშვენებდა ჩემპიონობა , მაგრამ მჯერავს ეს გუნდი მსოფლიოს მოსაგებადაც გაიწევს და ვინ უნდა გააჩეროს კიდევ უფრო დაღვინებული და გამოცდილება მიღებული ეს ბავშვები წარმოდგენა არა მაქვს.

    სკალონი კი გახდა მწვრთნელი, რომელიც დროებით სეზონის ჩასამთავრებლად მოიყვანეს და უკვე 2 კოპა და მუნდიალი დადო ზედიზედ.
    Culé [?]
    #20 15 ივლისი 2024 09:50
    3
    დე ლა ფუენტე გახდა მწვრთნელი, რომელსაც 19 , 21 და დიდების ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი. ზუსტად იცის დღეს ესპანეთში არსებული რესურსი, ყველას მის ხელში აქვს გამოვლილი და ესეთი ლამაზად მოთამაშე ესპანეთი ბოლო ტრიუმფის მერე არ ყოფილა. ერთხელ არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი ჩემპიონობის ამბიცია. ისე კუბარსა და გავისაც დაამშვენებდა ჩემპიონობა , მაგრამ მჯერავს ეს გუნდი მსოფლიოს მოსაგებადაც გაიწევს და ვინ უნდა გააჩეროს კიდევ უფრო დაღვინებული და გამოცდილება მიღებული ეს ბავშვები წარმოდგენა არა მაქვს.
    წევრი [?]
    #19 15 ივლისი 2024 09:10
    4
    მესის არგენტინა ჩემპიონიაა.გილოცავთ გულშემატკივრებოო

    ეროპაში ესპანეთს ვბალეშიბდი და სამხრეთ ამერიკაში არგენტინას.ორივე გაჩემპიონდაა.🇪🇸🇦🇷
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 15 ივლისი 2024 02:36
    5
    5 გრანდი გადაირტყა, რაზეა საუბარი;
    მივულოცოთ ფურია როხას...
    barca-5 barca-5 barca-5 barca-5
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 15 ივლისი 2024 01:54
    2
    მოკლედ სანამ ევრო დაიწყებოდა ვფიქრობდი ინგლისი და პორტუგალია იქნებიან ფავორიტებითქო, რომ გადახედო სახელებს მართლა ძალიან გადატენილია ორივე ნაკრები ვარსკვლავებით, ნუ ორივეს თავთავის მიზეზით ვფიქრობდი, მაგრამ ხორვატიას რომ გადააფარა ესპანეთმა მანდ გამიჩნდა ეჭვი რო შევცდი ფავორიტების არჩევაში, აი ჩვენ რომ მოგვიგეს მერე მთლიანად გადავერთე ესპანეთზე და ვწურავდი ჩემპიონებთან წავაგეთ ის ერთიც მეთქი, ჩვენთვის ეს კიდე მეტი თავდაჯერებაა, ჩვენი ფეხბურთელებიც ხედავენ და ისწავლიან ამ უმაგრეს მაგალითზე, ამ ესპანეთს ვეჭიდავეთ რომელმაც ყველა გრანდი გამოისვა ვინც კი შემოხვდა, ამიტო უფრო მიხარია ესპანეთის ჩემპიონობა. თავად ესპანეთზე ნუ რა ვთქვა, ფაქტი ერთია, სანამ ლამასიადან არ მიიღო ისევ შევსება მაგ ნაკრებმა იქამდე სული ვერ მოითქვეს, დელაფუენტესავ ბრავო, ფურცელზე ეს ნაკრები ახლაც კი ვერ იქნება ყველაზე ძლიერი, მაგრამ ფეხბურთს ფეხები თამაშობს და არა სახელები❤️🇪🇸
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #16 15 ივლისი 2024 01:41
    3
    როდრი დაგვათრევია ან ფაბიან რუისი.საუკეთესოები იყვნენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 15 ივლისი 2024 01:40
    9
    მოდის არგენტინა ესპანეთი ფინალისიმაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #14 15 ივლისი 2024 01:40
    3
    ციტატა: CuleTillIDie
    ბრავო ესპანეთს, უძერსკესი გუნდია ❤️ დე ლა ფუენტე ყოფილა მწვრთნელი ძმაო, ესაა თავისი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის გამოყენება რომ შეგიძლია. რა თქმა უნდა ჩვენმა საქართველომ და მერე ესპანეთმა მასიამოვნეს ფეხბურთით ამ ევროზე. ძალიან ლამაზი კადრი იყო ესპანეთის მოგების მერე ჩვენი ოქროს ბიჭები დონ ანდრესი, ჩავი და ვილია რომ აჩვენეს. ლამინმა ასე გააგრძელოს განვითარება და ეპოქას დაწერს, ნიკო სულ რო შუაზე გაიხას ლაპორტა მაინც უნდა მოიყვანოს. პედრიზე დაყრდნობა და იმედების დამყარება არასოდეს არ შეიძლება, იქვე ტრავმას მიიღებს. ფერმინს არ მიეცა სათამაშო დრო მაგრამ ოლიმპიადაზე გამოიჩენს თავს დარწმუმებული ვარ. ჯანდაბას, ყვერანსაც შეერგოს მოგება. ოლმომ ეს ევრო მაგრად ითამაშა მაგრამ რაც ლაიფციგში მაქ მაგის თამაშები ნანახი ფერანი ნ2 არი, რავი 26 წლისაა თან და უკეთესი ვარიანტის მოძებნაც შეიძლება. კუკურელამ მაგრად გამაკვირვა უმაღლეს დონეზე ითამაშა მთელი ჩემპიონატი. ლე ნორმანიც ძაან მაგარი იყო. ფაბიან რუისი კიდე მაესტროა ნამდვილი, ჩვენ კი დე იონგის ცოდვილობის ყურება მოგვიწევს ისევ

    Pedris es welic vuyurot, nico da sayrdeni tu moiyyvanes mainc magari iqneba. Iqet wels uechveli musiala an virts unda daitrion 10-ianze da tu roquem ver gaqacha alvarez 9-ze. E mere martla mogvaskdes reali kiara mteli europa.
    Culé [?]
    #13 15 ივლისი 2024 01:39
    5
    ეს რეკლამა ვინც არ მოაშოროს იმის დედა, ამ დედანაქაჩმა კაზინოებმა დედა უტირა ხალხს და ახალგაზრდობას თქვენ კიდე მოგიგდეს ცოტა ფული ასაკენკად და არეკლამებთ თან რა საზიზღრობაა ....
    Culé [?]
    #12 15 ივლისი 2024 01:37
    0
    Abaa raa, sadaa englisis mosagebi rame🇪🇦dges chemebmac gamaxaron da saswauli dge gamova🇦🇷 alcaras,espaneti,argentina❤️
    Culé [?]
    #11 15 ივლისი 2024 01:34
    6
    ფაბიან რუისში იმენა ბუსკეცი იტო ჩასახლებული.
    ვილა/ჩავი/ინიესტას დანახვა ძან ემოციური იტო
    Culé [?]
    #10 15 ივლისი 2024 01:32
    5
    ის იყო კაიფი ბავშვებმა თასი რომ აიღეა და უტრიალეს საიდან როგორ არისო😅😅😅 იამალი ნიკო ფერმინის მომენტზე😅😅
    სამივე იმედია ბარსაში მასე აწევს თასებს სულ მალე და თან წლები
    Culé [?]
    #9 15 ივლისი 2024 01:28
    3
    აუ გავიზე გული მწყდება 🥺
    Culé [?]
    #8 15 ივლისი 2024 01:22
    1
    ფერან ლოპესს სახლში მიაქ მგონი თასი 🤣🤣
    Culé [?]
    #7 15 ივლისი 2024 01:16
    0
    ვარის დამგდებს რო გავსტყორცნე თორე ამათთან ტაიმი მოგებული არ გვქონდა? :D

    ისე ინგლისელებმაც არ ითამაშეს ცუდი ფეხბურთი, უბრალოდ საუთგეიტი იმდენად რონალდ კუმანია რო ფინალში მეტი უკეთესი თამაში მისგან ფაქტიურად წარმოუდგენილი იყო, წესით ეგ როჟა ჯგუფურის მერე უნდა გაეგდოთ ვაბშე..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 ივლისი 2024 01:09
    2
    აბა რაა როდრია საუკეთესო ულაპარაკოდ !
    Culé [?]
    #5 15 ივლისი 2024 01:09
    3
    ბრავო ესპანეთს, უძერსკესი გუნდია ❤️ დე ლა ფუენტე ყოფილა მწვრთნელი ძმაო, ესაა თავისი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის გამოყენება რომ შეგიძლია. რა თქმა უნდა ჩვენმა საქართველომ და მერე ესპანეთმა მასიამოვნეს ფეხბურთით ამ ევროზე. ძალიან ლამაზი კადრი იყო ესპანეთის მოგების მერე ჩვენი ოქროს ბიჭები დონ ანდრესი, ჩავი და ვილია რომ აჩვენეს. ლამინმა ასე გააგრძელოს განვითარება და ეპოქას დაწერს, ნიკო სულ რო შუაზე გაიხას ლაპორტა მაინც უნდა მოიყვანოს. პედრიზე დაყრდნობა და იმედების დამყარება არასოდეს არ შეიძლება, იქვე ტრავმას მიიღებს. ფერმინს არ მიეცა სათამაშო დრო მაგრამ ოლიმპიადაზე გამოიჩენს თავს დარწმუმებული ვარ. ჯანდაბას, ყვერანსაც შეერგოს მოგება. ოლმომ ეს ევრო მაგრად ითამაშა მაგრამ რაც ლაიფციგში მაქ მაგის თამაშები ნანახი ფერანი ნ2 არი, რავი 26 წლისაა თან და უკეთესი ვარიანტის მოძებნაც შეიძლება. კუკურელამ მაგრად გამაკვირვა უმაღლეს დონეზე ითამაშა მთელი ჩემპიონატი. ლე ნორმანიც ძაან მაგარი იყო. ფაბიან რუისი კიდე მაესტროა ნამდვილი, ჩვენ კი დე იონგის ცოდვილობის ყურება მოგვიწევს ისევ
    --------------------
    #infinit8iniesta
    წევრი [?]
    #4 15 ივლისი 2024 01:09
    3
    ტურნირი საუკეთესო ფეხბურთელი როდრიი სრულიად დამსახურებულად და იამალი საუკეთესო ახალგაზრდა❤️❤️