ბუსკეტსი: "ჩვენ მეტი გვინდა"

ბუსკეტსი: "ჩვენ მეტი გვინდა"

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი, სერხიო ბუსკეტსი, საზაფხულო არდადეგების დროს გაესაუბრა გავლენიანი ესპანური გამოცემის, "სპორტის", ჟურნალისტებს და ისაუბრა კლუბის მომავალსა და "ბლაუგრანას" წარმატებებზე: "ბარსა" სამაგლითოა არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ზოგადად სპორტში". აცხადებს სერხიო, რომელიც ამ განცხადების დროს გულისხმობდა "ბარსას" მიერ მოგებულ 16 ტიტულის 2010/2011 წლების სეზონში. ჩამშლელმა ასევე ისაუბრა შესაძლო ტრანსფერებსა და პეპ გვარდიოლას გეგმებზე.

 

"ბარსას" 16–მა ნომერმა განაცხადა, რომ: "ის, რაც "ბარსელონას" სხვადასხვა სპორტულმა გუნდებმა გააკეთეს უბრალოდ არანორმალურია. წარმატება ფეხბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, ჰოკეიში, მინი ფეხბურთში, ქალების ფეხბურთსა და "ჟუვენილ" გუნდებში, რომელმაც ტრიპლეტის მოგება შეძლო. უბედნიერესი ვარ კლუბის წარმატების გამო. "ბლაუგრანა" მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის სპორტში".

 

ბუსკეტსმა ასევე ისაუბრა ძირითადი გუნდის შესაძლო გაძლიერებაზე მომავალი სეზონიდან: "სრულყოფილება არ არსებობს, ამიტომაც ჩვენ მძიმე შრომა მოგვიწევს თამაშის გასაუმჯობესებლად. არ ვაპირებთ გავჩერდეთ იმაზე, რაც მოვიგეთ, ჩვენ მეტი და მეტი გვსურს".

 

ინტერვიუს დანარჩენი ნაწილი იხილეთ აქ  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.