მილია ტიაგოზე საუბრობს

მილია ტიაგოზე საუბრობს

 

ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის მილია აცხადებს, რომ ტიაგოს "ბარსაში" ზედმეტი ეჭვების გარეშე, ადგილი უკვე მოპოვებული აქვს. ალკანტარამ თავის თანაგუნდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ახლა კი მისი მწვრთნელი მის მიმართ სიყვარულს არ მალავს.

 

ლუის მილია დარწმუნებულია, რომ ტიაგო "ბარსას" ახლანდელი მაესტროს, ჩავი ერნანდესის ღირსეული მემკვიდრეა და სჯერა, რომ ალკანტარა მომავალში ყველაზე სასურველ გამთამაშებლად იქცევა. ესპანელი მწვრთნელი ასევე იზიარებს ვიქტორ ვალდესის აზრს იმის შესახებ, რომ ტიაგოსა და ცესკ ფაბრეგასს ერთად თამაში ძალიან კარგად გამოუვათ.

 

"ტიაგო და ცესკი ერთმანეთს შეეწყობიან. "ბლაუგრანა" 3 ფრონტზე იბრძოლებს და ამიტომაც მას შესაბამისად შეიარაღება სჭირდება. ამას დამატებული, ორივეს "კულეს პროფილი" აქვს", – განაცხადა ლუისმა "იაჰუ ევროსპორტთან" საუბარში.

 

მისი აზრით, ტიაგოს სტილი უფრო მეტად ჩავისას ჰგავს, ვიდრე ანდრეს ინიესტასას. "ის ახალგაზრდა ყმაწვილია, რომელიც თავის გზას უნდა გაჰყვეს. მას აქვს კონდიციები, რომელიც "ბარსას" პროფილს ერგება. ის კარგი ბავშვია, რომელსაც გამარჯვების მენტალიტეტი გააჩნია", – დაამატა მან.

 

ლუის მილიამ კომენტარი ასევე ბოიან კრკიჩზეც გააკეთა: "იგი გუნდში დიდებული ფეხბურთელი იყო. იგი ჯერაც გულდაწყვეტილი და დაბნეულია საკუთარი მომავლის გამო. ამან მის სათამაშო რითმზეც იმოქმედა, რის გამოც მას ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა."


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.