დანი ოლმოს პირველი კომენტარი ბარსელონაში გადმოსვლის შემდეგ
ახლახან "ბარსელონამ" დანი ოლმოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ესპანელმა ნახევარმცველმა "ბლაუგრანაში" გადმოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ეს ოცნების ახდენაა. სახლში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ.
მოსაგებად მოვედი, ყველა შესაძლო ტიტულის მოსაპოვებლად. ჩვენ "ბარსა" ვართ და ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა, მაგრამ ეს ნორმალურია. "ლაიფციგთან" ყველაფერი ძალიან სწრაფად მოგვარდა. მათი მადლობელი ვარ. ახალი ეტაპი იწყება და ამას მოუთმენლად ველოდები.
ეს ჩემი ოცნება იყო, მაგრამ ასევე უნდა გამოვარჩიოთ "ბარსელონას" სურვილი ჩემი შეძენისა. ამას ვაფასებ. ვამაყობ, რომ აქ ვარ.
"ბარსას" ბევრ ფეხბურთელთან ერთად უკვე მითამაშია. მოუთმენლად ველი სხვა ფეხბურთელების ნახვას, როგორებიც დე იონგი ან ლევანდოვსკი არიან, შესანიშნავი მოთამაშეები. მზად ვარ, გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]