უდრამატულესი ბრძოლა, ფერმინის ბენეფისი და 5-3 | ესპანეთი ოლიმპიური ჩემპიონია

უდრამატულესი ბრძოლა, ფერმინის ბენეფისი და 5-3 | ესპანეთი ოლიმპიური ჩემპიონია

ესპანეთმა ოლიმპიური თამაშების ფინალში საფრანგეთი უდრამატულეს ბრძოლაში 5-3 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

მე-11 წუთზე ენცო მილომ "მამლები" დააწინაურა, თუმცა მე-18 და 25-ე წუთებზე ფერმინ ლოპესმა დუბლი შეასრულა და "ფურია როხა" წინ გაიყვანა. მალევე, 28-ე წუთზე ალექს ბაენამაც გაიტანა და სანტი დენიას შეგირდებმა პირველი ტაიმი 3-1 მოიგეს.

მეორე ტაიმი შედარებით მშვიდად დაიწყო და 79-ე წუთამდე გოლი არ გასულა, მაგრამ შემდეგ დრამატული ბოლო წუთები ვიხილეთ - ჯერ მაგნეს აკლიუშმა (79') სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, შემდეგ კი ჟან-ფილიპ მატეტამ (90+3') წონასწორობა აღადგინა და მატჩი დამატებით ტაიმებში გადავიდა.

მე-100 წუთზე სერხიო კამელიომ ესპანეთი ისევ დააწინაურა, მატჩის მიწურულს (120+1') კი მეორეც შეაგდო და პირენეელებმა 5-3 იმარჯვეს.

ოლიმპიადაზე ფერმინმა გაიბრწყინა - მის ანგარიშზე 6 მატჩში 6 გოლი და 1 ასისტია.

ბარსელონელთა მხრიდან სასტარტო შემადგენლობაში პაუ კუბარსი და ერიკ გარსიაც იყვნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 11 აგვისტო 2024 10:30
    1
    ჩაუდეს ბაყაყისჭამიებს ....
    Culé [?]
    #20 10 აგვისტო 2024 23:17
    3
    ყოჩაღ ფერმინს და ზოგადად ესპანეთს! ეკუთნოდათ ეს ოქროს მედლები და ფურორული ოლიმპიადა ჰქონია ფერმინს 6 გოლი სახუმარო არ არის 6 თამაშში თან თავდამსხმელი ან ვინგერი კი არა ნახ მცველია ტიპი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    წევრი [?]
    #19 10 აგვისტო 2024 19:08
    0
    ციტატა: nika 54
    მეორე ტაიმი შედარებით მშვიდად დაიწყო და 79-ე წუთამდე გოლი არ გასულა?
    მშვიდად კი არა თავზე აჯდნენ ფრანგები და ეჭვიც კი არ მეპარებოდა, რომ გაათანაბრებდნენ.
    კიდევ კაი დამატებითში ღმერთმა გადმოხედა.

    დამათებითამდე ფრანგების შტანგას მე გავარტყი ბოლო წუთზე ? 😉
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 10 აგვისტო 2024 17:04
    0
    ტიტი გამო*ლებდებოდა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 10 აგვისტო 2024 16:35
    0
    მეორე ტაიმი შედარებით მშვიდად დაიწყო და 79-ე წუთამდე გოლი არ გასულა?
    მშვიდად კი არა თავზე აჯდნენ ფრანგები და ეჭვიც კი არ მეპარებოდა, რომ გაათანაბრებდნენ.
    კიდევ კაი დამატებითში ღმერთმა გადმოხედა.
    Culé [?]
    #16 10 აგვისტო 2024 00:41
    10
    ფერმინმა კიარა გუნდოგანმა და პედრიმ იდარდონ ოლმოს ტრანსფერი, თორე ეს ძიროთადის კაცი მაინც არ იყო და თავისი დროც მიეცემა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 10 აგვისტო 2024 00:40
    5
    ფერმინი ძირითადში უნდა იდგეს მორჩა და გათავდა. 4-2-3-1 სქემაში ოლმო და ფერმინი იდეალურად მოერგებიან ერთმანეთს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #14 10 აგვისტო 2024 00:03
    18
    ეს ბიჭი გამოჩენის დღიდან, გავისთან ერთად ბარსელონას სული და გულიაა!!! ენერგიის უშრეტი წყაროა და ეტყობა პიროვნულადაც დადებითი ენერგიის მატარებელია, ღმერთმა არ დაიშურა მისთვის ადამიანური ღირებულებები. ის ადამიანები ვინც ვერ ხვდებიან, რატომ აღემატება მესი რონალდოს, ვერასოდეს ჩასწვდებიან ამ სამყაროს მამოძრავებელ ძალას, იმ ენერგეტიკას, რამაც ჩვენი პლანეტა დღევანდელობამდე მოიყვანა. ვიღაცისათვის შეიძლება უტოპიაა ერთი ადამიანის ამ განზომილებაში განხილვა და გადაყვანა, თუმცა გაიხსენეთ კვარას მონაყოლი, რამდენად გაოგნებული იყო მესის მოქმედებით?! ასეა, ამ სამყაროს დადებითი, ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები ალამაზებენ და ხიბლს აძლევენ და თუნდაც ჯოკოს ის პერფორმანსი რაც მოგების მერე დადგა, მართლაც ღირს იმად რომ თავი რაღაც ზებუნებრივის ნაწილად იგრძნო. ჩემთვის ფერმინიც ამ ნარატივის გაგრძელებაა, ლა მასიელია და მეტი სალაპარაკოც არაფერია, ღირსეული ადამიანია და ალბათ იღბლიანიც, რადგან ბოლო ორ თვეში შეუძლებელი შესძლო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 10 აგვისტო 2024 00:02
    4
    4-4-2 სქემაშიც დომინანტი იქნება გუნდი...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 9 აგვისტო 2024 23:51
    3
    ციტატა: ერლინგ ჰოლანდი
    ფინალში გაიბრწყინა კიარა ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა საერთოდ და ამას რო დრო წაერთვას ოლმოს გამო დედის კვატური მერე ნახეთ ლაპორტას და დეკუს

    ეს და ოლმო სტაბილურად იდგებიან, ვიღაცას მოუწევს სეზონზე მინიმუმ 3 თვის გამოტოვება, კლასნი ხრუსტალას ჩემის აზრით;
    მაგრამ ფრენკს მოუწევს ბარგის ჩალაგება barca-6
    Culé [?]
    #11 9 აგვისტო 2024 23:49
    6
    Amis fonze olmos datreva ramdenad chkvianuri iyo ar vici. Tu olmos marcxniv ayeneben xo vafshe.iq olmos travmebi,iq ferminis kai forma da olmos arc aayenebs mgoni es skamidan...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 9 აგვისტო 2024 23:48
    11
    ფლიკი გაითვალისწინებს იმედია ამ პერფორმანსს და არ დაჩაგრავს. ყოჩაღ ფერმინ❤️❤️💪
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #9 9 აგვისტო 2024 23:36
    12
    ფინალში გაიბრწყინა კიარა ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა საერთოდ და ამას რო დრო წაერთვას ოლმოს გამო დედის კვატური მერე ნახეთ ლაპორტას და დეკუს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 9 აგვისტო 2024 23:12
    12
    ოლიმპიადის საუეკთესო ვინ გახდაო, ვინო?!?!?!?! barca-1 barca-3 barca-5
    ფანი [?]
    #7 9 აგვისტო 2024 23:08
    3
    უილიამსზე რამე ისმიიის?
    Culé [?]
    #6 9 აგვისტო 2024 23:07
    5
    ფერმინი საუკეთესო ფეხბურთელი უდაოდ!
    გავიდა და იხმარეს ესპანეთი.

    ოლისე სასწაული ბიჭია და ბაიერნმა დაითრია😔
    ეგ ბიჭი ძალიან მალე გახდება ერთერთი საუკეთესო.

    მოკლედ ფერმინი გლიჯავს, იქეთ გავი გვყავს, აქეთ პედრი და ოლმო, პლუს ტორე და სასწუალი ლამასიელები.
    ჩემი აზრით ამ ხალხზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და არა ჭორიკანა გიუნდოგანსა და ფულისხამ დეიონგზე.
    პარალელურად უნდა დააკვირდნენ ოლისეს მსგავს ტალანტებს და მოიყვანონ, ხოლო როგორც დემბელეს, პედრისა და ფატის აცადეს ამდენი ტრავმის მერე დაბრუნება, რაღაცა წესი უნდა შემოიღონ და რაღაც რაოდენობაზე უნდა აჯმევინებდნენ. არ შეიძლება წლებით ელოდებოდე ფეხბურთელს და ამ მოლოდინებში გუნდი ლპებოდეს მაშინ როცა ამის კარგად გაყიდვა და ამ ფულით უკეთესის მოყვანაა შესაძლებელი.

    ფაქტია დე იონგის გაყიდვა გადაწყვიტეს და იმედია ასეც მოხდება. ასევე იწერება რომ გიუნდოგანი თურქეთში ჩავიდა "თავის ოჯახთან" მარა დიდი ალბათობაა რომ მართლა წავიდეს ხოდა ამ ორის მოშორების შემთხვევაში ერთი ვინგერი და გამოცდილი ნახევარმცველი დაგვჭირდება. ნუ ვინგერი ისედაც უნდა მოვიყვანოთ.
    სხვათაშორის ეს ბაენა მართლა კარგი ბიჭია, საკმაოდ ხისტი, მებრძოლი, ტექნიკური, გამოცდილი და ჭკვიანია.
    მოკლედ იმედია წინ წავიწევთ და ვინგერს მაინც მოვიყვანთ ხოლო იმათმა უნდა გააჯვან.
    Culé [?]
    #5 9 აგვისტო 2024 23:00
    6
    ციტატა: rivaldo80
    ესეიგი ფერმინი რეალის ან მანჩე არსენალების იგროკი რომ იყოს მთელი მსოფლიო მაგაზე ილაპარაკებდა აი ვიზე ნაკლებია ეს ბიჭი?

    ერთი თუ ძმა ხარ მაგათი პიარი ზაზუნა წაკუზა ფერმინამ😅😅😅 მასე ხავი ინიესტა ბუსის ტრიო მსოფლიომ აღიარა როგორც ერთადერთი ნახევარდაცვა ისტორიაში და იმ საღლევეთის ფანობა იიი მოდლიცი კადემილო კლოოოსი პირველია ლიგები დადეს იიი😅😅
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 აგვისტო 2024 22:58
    10
    იმენა ბარსა ათრევს ამ ნაკრებს ისე არაფრის მაქნისები და კიდე რეალიო))))))ლამასია კატალონია სხვა დონეა რა
    ფანი [?]
    #3 9 აგვისტო 2024 22:58
    8
    მოკლედ ნახევარდაცვიდან ამის მეტი არავის არ უნდა ჰქონდეს ადგილი გარანტირებული ძირითადში მე თუ მკითხავთ საოცრად მშრომელია და თან სასწაული გოლის ალღო აქვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 აგვისტო 2024 22:57
    7
    ესეიგი ფერმინი რეალის ან მანჩე არსენალების იგროკი რომ იყოს მთელი მსოფლიო მაგაზე ილაპარაკებდა აი ვიზე ნაკლებია ეს ბიჭი?