ბარსელონა რეალ მადრიდის ყოფილი ფეხბურთელით ინტერესდება

ბარსელონა რეალ მადრიდის ყოფილი ფეხბურთელით ინტერესდება

"ბარსელონამ" თვალი "რეალ მადრიდის" ყოფილ და "ტოტენჰემის" ამჟამინდელ მარცხენა მცველს, სერჟიო რეგილონს დაადგა. ინფორმაციას ამის შესახებ AS ავრცელებს.

რეგილონი "რეალ მადრიდის" სკოლის აღზრდილია. ის "თეთრების" სარეზერვო გუნდში 2015-2018 წლებში ირიცხებოდა. სერჟიო მადრიდელთა პირველი გუნდის წევრი 2018-2020 წლებში იყო.

AS-ის ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" 27 წლის განაპირა მცველით დაინტერესდა, რასაც ფეხბურთელის აგენტი ადასტურებს. რეგილონი "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის, ანჟე პოსტეკოგლუს გეგმებში არ შედის და ლონდონური კლუბი მის გასაყიდად მზადაა.

რეგილონმა გასული სეზონის პირველი წრე იჯარით "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა, შემდეგ კი ის "ბრენტოფრდში" იყო განათხოვრებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 12 აგვისტო 2024 06:20
    0
    რეგილონის შეყვარებულს თუ მოიყვანს კაცი ისიც ბარსაში არა, თავისთან სახლში, აბა ეს ვის რად უნდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 აგვისტო 2024 20:56
    0
    ეს რამოსმა გააგდებინა, ამან რო შემთხვევით ბურთი მოარტყა ვარჯიშზე. ისე ტიპიური მადრიდელია უხეში და უზრდელი, ვინისიუსს მოგაგონებს უზრდელობაში თამაშის დროს.
    Culé [?]
    #6 11 აგვისტო 2024 19:44
    0
    ფორტი, კუნდე - მარჯვნივ
    ბალდე, მარტინი - მარცხნივ
    ვალიე - ორივე ფლანგი პრინცპიში ფორტიც
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 აგვისტო 2024 17:05
    3
    რა რეგილონი ბალდე და ფორტი გადაყლაპავენ ამას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #4 11 აგვისტო 2024 15:35
    1
    ციტატა: Barca for life
    უბრალოდ ჭორია არ დაიჯეროთ.
    მის პოზიციაზე ბალდე, მარტინი და ვალიე გვყავს, ასევე შეუძლია ფორტსაც თამაში, ფლიკიც კმაყოფილია ამიტომ უბრალოდ შემოგდებული ნიუსია, რათა ტოტენჰემმა მარტივად მოიშოროს ბარსას გამოყენებით.

    ეს ვალე არ მომწონს და რავქნა.. ბევრი სწრაფი პროფესიონალი ვინგერი გვითრევს . არაა სრაფი და არც ფიზიკურად ძლიერია.. კიდე ჭირდება ერთი 2 წელი რომ გაძლიერდეს. რავიცი მე რაც ვნახე გინდა სიტისთან გინდა მილანთან იმენა გვითრიეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 აგვისტო 2024 14:45
    1
    არაფერი გეტკინოთ მანამ, სანამ ეს ბარსაში ითამაშებს.
    [?]
    #2 11 აგვისტო 2024 14:27
    1
    ეს ის უზრდელი არაა? მესის რო ეტლიკინა
    ფანი [?]
    #1 11 აგვისტო 2024 13:48
    4
    ხომ არ უჟუილებენ