ოფიციალურად: სერჟი რობერტო ბარსელონას ტოვებს
სერჟი რობერტო კარიერას "ბარსელონაში" აღარ გააგრძელებს. ინფორმაცია ახლახან კატალონიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
32 წლის ფეხბურთელი სამშაბათს, 13 აგვისტოს, გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას გამართავს.
რობერტო "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. ის "ლა მასიაში" 2006 წელს 14 წლის ასაკში ჩაირიცხა, 2010 წლიდან კი პირველ გუნდში გამოდიოდა. სერჟიმ "ბლაუგრანას" მაისურით 373 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 43 ასისტი გააკეთა. მან 25 ტიტული მოიგო: 7 ლა ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა, 6 ესპანეთის თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერ თასი და 6 ესპანეთის სუპერ თასი.
ალბათ, რობერტოს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი "პარი სენ-ჟერმენთან" ისტორიულ ქამბექს უკავშირდება. სერჟის მიერ დამატებით წუთებზე გატანილი გოლით "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში პსჟ 6-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
ცნობილია, რომ რობერტოს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის ვადა ივნისის ბოლოს ამოიწურა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]